ECG048. ბოლნისის „ლამაზი გორას“ VIII ს. ფრაგმენტი

მასალა: მწვანე ტუფი

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 23 x h 21 x d 7 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა 1 სტრიქონიანია. იგი შესრულებულია ქვაზე, რომლის ზედა ნაწილში შემორჩენილია ჯვრის მედალიონის ხვეული თოკის მსგავსი ჩარჩოს ქვედა ნაწილი, დასმული ბუნზე. ჩარჩოს ქვემოთ, მარცხენა კუთხეში შემორჩა ამოღარული წარწერის სამი გრაფემა. w 7,5 x h 3,5 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: VIII AD (lettering)

სადაურობა: ლამაზი გორა, ბოლნისი ძეგლი აღმოჩენილია ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ი. გრძელიშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლნისის სიონიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 800 მეტრის დაშორებით მდებარეობს ბორცვი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „ლამაზ გორას“ უწოდებს. სწორედ ამ გორაზე ჩაატარა ექსპედიციამ გათხრები და შუა ადგილას გამოავლინა სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. ვარაუდობენ, რომ ეს იყო სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ეჭირა 1000 კვ.მ. ფართობი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ათეული ქვაჯვარი ასომთავრული წარწერებით. ძეგლი იპოვეს 1959 წელს.

თავდაპირველი მდებარეობა: ლამაზი გორა, ბოლნისი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი 1256

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ნოდარ შოშიაშვილი

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

[---] მ(ორბე)დ(ა)ჲ

დიპლომატიური

[---] ႫႣჂ

თარგმანი:

...მორბედაჲ...

კომენტარი:

ნოდარ შოშიაშვილის ქართული წარწერების კორპუსის მიხედვით #25. წარწერას განკვეთილობის ნიშანი არ ახლავს. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია გრძელი, განივი ხაზი. წარწერის დათარიღების საფუძველი: პალეოგრაფიული ნიშნები, დუქტუსი, Ⴢ-ს მოყვანილობა.

ბიბლიოგრაფია:

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერებიx, 87-88

ამირანაშვილი, 1968 ჯ. ამირანაშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისა და რელიეფური ქანდაკების ძეგლები, 36

ფოტო

   Fig. 1. ბოლნისის „ლამაზი გორას“ VIII ს. ფრაგმენტი