ECG075. მცხეთის ანტიოქიის ეკლესიის ქვიშაქვის სტელა

მასალა: ქვიშაქვა

ობიექტის ტიპი: სტელა

წარწერიანი ზედაპირი: სტელაზე შესრულებულია ბერძნული ასომთავრული წარწერა. w 34,5 x h 102 cm

ასოთა მოხაზულობა:

დათარიღება: IV-V AD (lettering)

სადაურობა: მცხეთა სტელა აღმოჩენილია მცხეთის ანტიოქიის ეკლესიის რესტავრაციის დროს.

თავდაპირველი მდებარეობა: მცხეთა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი # 01-6-XI-I

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ΑΩΑΩ
ἐποίει ὄντο-
ς Ἀχιλλέως
ἐπὶ τῶν τεκτ-
5ομων Αὐρελι-
ος Ἀχόλιος
ἀρχιζωγρά-
φος καὶ ἀρχι-
τέκτων ⟦ηλ⟧
10⟦Α ΣΑΜΗΚΑΤΜ⟧
⟦ΓΕΚΥΑΧΤΑΡ⟧
τὴν τείχι[σιν μ⟧ []
⟦ΩΔΕΤ⟧
τῆς τελείη
15νμνήμης
Ἀρσπακόρης

დიპლომატიური

ΑΩΑΩ
ΕΠΟΙΕΙΟΝΤΟ
ΣΑΧΙΛΛΕΩΣ
ΕΠΙΤΩΝΤΕΚΤ
5ΟΜΩΝΑΥΡΕΛΙ
ΟΣΑΧΟΛΙΟΣ
ΑΡΧΙΖΩΓΡΑ
ΦΟΣΚΑΙΑΡΧΙ
ΤΕΚΤΩΝ⟦ΗΛ⟧
10⟦ΑΣΑΜΗΚΑΤΜ⟧
⟦ΓΕΚΥΑΧΤΑΡ⟧
ΤΗΝΤΕΙΧΙ[...Μ⟧[]
⟦ΩΔΕΤ⟧
ΤΗΣΤΕΛΕΙΗ
15ΝΜΝΗΜΗΣ
ΑΡΣΠΑΚΟΡΗΣ

თარგმანი: (ka)

მე ვარ ანი და ოჰი (იოანეს გამოცხადება, 1,8; 21,6) - გააკეთა აქილევსმა ხუროთა (უფროსი) რომ არის. ავრელიოს აქოლიოსი მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი... ზღუდით გამაგრება (ან - კედლით შემოზღუდვა)... საბოლოო (ან - საუკუნო) ხსოვნა. არსპაკორესი.

კომენტარი:

პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა II-IV სს-ით AD თარიღდება. სხვა რეალური მონაცემების მიხედვით IV-V სს-ით უნდა შემოვიფარგლოთ. ეს მონაცემებია: წარწერის დასაწყისში 2 ქრიზმა, რაც ქრისტეს მიმართ აპელაციაა და ტექსტებში ავრელიოს აქოლიოსის ხსენება, რაც ადრე სამთავროს სამაროვანზე მოპოვებული ეპიტაფიის მიხედვით კარგად ცნობილი პიროვნებაა.

ახალი სახელებია - აქილევსი, ხუროთა უფროსი და არსპაკორესი, როგორც ჩანს, ამ წარწერის ამომკვეთი, I სახელი ბერძნულია, II ირანული, მაგრამ ეს მათ ეროვნებაზე არ მიგვითითებს.

როგროც ჩანს, სტელა ჩაშენებული იყო იმ ნაგებობის კედელში, რაც აქილევსმა გააკეთა, ხოლო რაღაცა ღვაწლი ამ საქმეს ავრელიოს აქოლიოსმაც დასდო, რისთვისაც მას იხსენებენ. ძეგლი მნიშვნელოვანია ისტორიული პირების მოხსენიების თვალსაზრისით და იმითაც, რომ IV-V სს. იბერიაში ხდება საფორტიფიკაციო თუ რელიგიური ხასიათის ძეგლების აგება.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 230

ფოტო

   Fig. 1. ანტიოქიის ეკლესიის სტელა, 1997