ECG076. მოგვთა უბანში აღმოჩენილი ქვიშაქვის ფილა

მასალა: ქვიშაქვა

ობიექტის ტიპი: საფლავის ქვა

წარწერიანი ზედაპირი: ფილაზე ბერძნული წარწერაა, რომლის ნაწილი, ამჟამად 4 სტრიქონის ნაშთი, შემორჩენილია. w 19 x h 24 cm

ასოთა მოხაზულობა: წარწერა შესრულებულია თანაბარი მსხვილი ასოებით. ისინი სილამაზით არ გამოირჩევიან, მაგრამ საკმაოდ აკურატულად არიან გამოყვანილი. ასოები აშკარად კუთხოვანია და მათ შორის გამოირჩევიან θ და ο, რომბის ფორმის. ასოები გარდა რომბის ფორმის θ და ο-ს, კუთხოვანია (C, Ε, Υ, Η, Τ ...) წარწერაში დაცულია 11 ასო, ზოგი დაზიანებულია, ხოლო ზოგი რამდენჯერმე. პირველი ორი სტრიქონი ფრაგმენტულია, მაგრამ აღსადგენად ძნელი არაა, ბოლო 2 სტრიქონი უფრო ასომრავალია, მაგრამ მათი გააზრება უფრო რთულია. ის უნდა იყოს კრულვა, რაც ეხება მიწისმფლობელებსაც (უფრო კონკრეტული მსჯელობა ამაზე რთულია). დათარიღებისა საფუძველია ფორმულა, რაც მასშია (δούλη τοῦ θεοῦ) და იმ პალეოგრაფიული მონაცემებით, რასაც ბევრი ანალოგი მოეპოვება. 3-3,5 1,5

θ და ο არის 3X3 სმ.

დათარიღება: IV-V AD (lettering)

სადაურობა: მცხეთა 1995 წელს მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მოგვთა უბანზე შემთხვევით მოიპოვა ქვიშაქვის ფილის ფრაგმენტები.

თავდაპირველი მდებარეობა: მცხეთა, მოგვთა უბანი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: მცხეთის არქეოლოგიური ინსტიტუტი.

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

[ἐν]θά[δε] κ[εῖται]
[ἡ δού]λη τοῦ θ[εοῦ---]
ὃς συντε[νεῖ]
[---]σ̣ε οἱ γηοῦ[χοι]

დიპლომატიური

[..]ΘΑ[..]Κ[.....]
[....]ΛΗΤΟΥΘ[...---]
ΟΣΣΥΝΤΕ[...]
[---].ΕΟΙΓΗΟΥ[...]

თარგმანი: (ka)

აქ განისვენებს მხევალი ღმრთისა... ვინც მოიწადინებს... მიწისმფლობელები...

კომენტარი:

წარწერა ქრისტიანული ხასიათისაა, ეპიტაფიაა. წარწერის ბოლო უნდა წარმოადგენდეს იმის კრულვას, ვინც რამენაირად ხელყოფს საფლავს.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 229-230

ფოტო

   Fig. 1. ფილის ფრაგმენტები მოგვთა უბნიდან, 1995