ECG1006. უმ ლეისუნის იოანე ეპისკოპოსის წარწერა

მასალა: კირქვა

ობიექტის ტიპი: საფლავის ქვა

ზომა: cm

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა.

დათარიღება: V-IV AD

სადაურობა: იერუსალიმი იერუსალიმი 2002 წელს, 1996 წლის გათხრების განახლების შემდეგ, ბიზანტიური პერიოდის ქართული მონასტერი აღმოაჩინეს. წარწერა აღმოჩნდა პოლიქრომული მოზაიკის იატაკის ქვეშ სამარხში.

თავდაპირველი მდებარეობა: უმ ლეისუნი, იერუსალიმი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ჯონ ზელიგმანი, იანა ჩეხანოვეცი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ესე სამარხოჲ
იოჰანე ფოჳრ-
ტაველ ეპისკოპო-
სისაჲ ქართვე-
5ლისაჲ

დიპლომატიური

ႤႱႤ ႱႠႫႠႰႾႭჂ
ႨႭჀႠႬႤ ႴႭჃႰ
ႲႠႥႤႪ ႤႮႨႱႩႭႮႭ
ႱႨႱႠჂ ႵႠႰႧႥႤ
5ႪႨႱႠჂ

თარგმანი: (ka)

ეს სამარხი (არის) იოანე ფურტაველი ეპისკოპოსის, ქართველისა

კომენტარი:

არც ერთ არქეოლოგიურ ობიექტზე ეთნონიმ „ქართველის“ გამოყენების ამაზე ადრიანი შემთხვევა არ გვხვდება არც საქართველოში და არც წმინდა მიწაზე.

ბიბლიოგრაფია:

ზელიგმანი, 2015 A Georgian Monastery from the Byzantine Period at Khirbat Umm Leisun, Jerusalem, 145–180

ფოტო

   Fig. 1. უმ ლეისუნის წარწერა