მასალა: ოქრო
ობიექტის ტიპი: ფირფიტა
წარწერიანი ზედაპირი: w 5,8 x h 2,8 cm
ასოთა მოხაზულობა: 5,8
დათარიღება: I
სადაურობა: მცხეთა
თავდაპირველი მდებარეობა: მცხეთა
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: ნისიან ბაბალიკაშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
1. [ეს არის] კეთილი ამულეტი აბრაჰამ სარას ძისთვის, 2. მისი ოჯახის წევრებისათვის, ეს [არის] ბეჭედი, 3. რომლითაც დაბეჭდა სოლომონ მეფემ [ბოროტი სულები], 4. რათა არ ევნოს აბრაჰამ სარას ძეს, 5. და [არც] არავის მისი ოჯახის წევრებიდან ჩვენ წინაშე და, 6. როგორც ადრეც, შეასრულა [სიტყვა] ღმერთმა ძლიერმა აბრაჰამის მიმართ, 7. რომ [იგი] იქნებოდა ღმერთი დამცველი [მისი] მუდამ. 8. შენ შეჭირვებული [ხარ]. განდევნე [ბოროტი სულები], გააკეთე 9. სიკეთე და ფარულად (საიდუმლოდ) დაადე ხელი მას! 10. [და] კვლავ (კიდევ უფრო) განამტკიცე სამართლიანი [საქმე], 11. სახელითა ამ ანგელოზებისა მე ვბეჭდავ 12. და ვკრავ [ბოროტ სულს], რათა [მან] არ იბატონოს მასზე, 13. აბრაჰამ სარას ძეზე არ [იყოს], 14. ჯადო და ავი საქმე 15. და არც შეკრულნი (მოჯადოებულნი), და არც ქერუბიმნი. 16. და არც ეშმაკი და არც ეშმაკეული და არც 17. არავითარი ბოროტი დემონი, და არ ექნებათ [მათ] ძალა, 18. აბრაჰამ სარას ძეზე 19. დღეიდან უკუნისამდე! 20. ამენ, ამენ, სელა! აღდეგ და აღასრულე 21. ნამოქმედარი მოწყალებისა! და არ არის მათში. 22. სუბსტანცია. ალეფ, ბეთ, გიმელ, დალეთ, 23. ჰე, ვა, ზაინ, ხეთ, ტეთ, იოდ, 24. ქაф, ლამედ, მემ, ნუნ, სამეხ [აინ], 25. ფე, ცადე, კოф, რეშ, შინ, 26. თავ. და თქვა იოკობმა, როდესაც 27. იხილა ისინი: „ღმერთის ბანაკია ეს“. 28. და უწოდა სახელი ადგილსა 29. მას მახანაიმ.
კომენტარი:
ბიბლიოგრაფია:
კონსტანტინე წერეთელი, მცხეთის არამეული ამულეტი საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები. თბილისი, 2006. ტ.4 192-247