ECG103. ხვილიშას ტაძრის თეოდოტის წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ერთსტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია კარნიზის ფილის ფრაგმენტზე, რომელიც ამჟამად თავის თავდაპირველ ადგილას არ ზის და ჩასმულია ტაძრის სამხრეთი კედლის ქვების წყობაში cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა

დათარიღება: VII-VIII AD (lettering)

სადაურობა: ხვილიშას ტაძარი, ასპინძის მუნიციპალიტეტი

თავდაპირველი მდებარეობა: ხვილიშას ტაძარი, ასპინძის მუნიციპალიტეტი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ხვილიშას ტაძარი, ასპინძის მუნიციპალიტეტი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ქ(რისტ)ე თოდოჲტი შ(ეიწყალ)ე

დიპლომატიური

ႵႤ ႧႭႣႭჂႲႨ ႸႤ

თარგმანი: (ka)

ქრისტე, თოდოჲტი შეიწყალე.

კომენტარი:

ვალერი სილოგავას მიაჩნია, რომ წარწერის ტექსტში საკუთარი სახელის წაკითხვა სხვაგვარადაც არის შესაძლებელი. ცნობილია, რომ უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში, მათ შორის, წარწერებში, განკვეთილობის ნიშნები, ანუ სიტყვების ერთმანეთისაგან გამომყოფი წერტილები არ გვხვდება. ზოგჯერ უძველეს ქართულ წარწერებში სიტყვების ცალ-ცალკე დაჯგუფებისა და მათი ურთიერთგამიჯვნის ფუნქციას ასრულებს ქარაგმის ხაზი, რომელიც ხშირად დასმულია დაქარაგმებული სიტყვის მთელ სიგრძეზე. ხვილიშას ტაძრის წარწერის ამ მოკლე ტექსტში ქარაგმის ნიშანი გვაქვს სამ ადგილას - პირველი სიტყვის „ქე“-ს, ბოლო სიტყვის „შე“-ს და ბოლოდან მეორე სიტყვის თავზე. ამ უკანასკნელ ადგილას იგი დასმულია სამი ასოს - „ჲტი“-ს მთელ სიგრძეზე, ისე რომ ასოთა კომპლექსს აშკარად ცალკე ადგილი აქვს მიჩენილი წარწერის მთელ ტექსტში. მართლაც, თუ ჩვენ ვიგულისხმებთ, რომ აქ ცალკე, დამოუკიდებელი სიტყვაა ამოკვეთილი, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხვილიშას ტაძრის წარწერის ტექსტი შედგება არა 3, არამედ 4 სიტყვისაგან. და იგი შეიძლება ასე წავიკითხოთ: „ქ(რისტ)ე, თოდო ჲ(ო)ტი შ(ეიწყალ)ე.“ ასეთ შემთხვევაში „ჲ(ო)ტი“, ანუ „მცირე“ თოდოს ეპითეტად უნდა მივიჩნიოთ და მაშინ მივიღებთ, რომ წარწერა თოდო იოტის, ანუ თოდო მცირეს შეწყალებას შეიცავს. ამგვარ კონტექსტში „ჲ(ო)ტი“ უჩვეულოა და არც სხვაგან გვხვდება, მაგრამ ამავე დროს, „ჲ~ტი“-ს თავზე დასმულ ქარაგმის ნიშანს, ვალერი სილოგავას აზრით, სხვა ახსნა არ ეძებნება.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 1983 ვალერი სილოგავა, სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ, 264-289

ფოტო

   Fig. 1. ხვილიშას ტაძრის თეოდოტის წარწერა