ECG115. ციხისუბნის ასვათის წარწერა

მასალა: რუხი ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა: w 116 x h 68 x d 45 cm

წარწერიანი ზედაპირი: წარწერა ცხრასტრიქონიანია. იგი ამოკვეთილია ფილის წინა მხარეს, მარჯვენა ნაწილში. ტექსტის დასაწყისში და ქვის ზედაპირის მარცხენა ნაწილში დასმულია სამკუთხა სადგარზე მოთავსებული ჯვრები - სულ სამი. ქვის ქვედა კიდის ატკეცვის გამო წარწერის მერვე სტრიქონის მარჯვენა ნახევარში ლექსის ბოლო ნაწილი დაღუპულია cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა 2-4

დათარიღება: 1103 AD (internal date)

სადაურობა: ციხისუბანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი წარწერიანი ქვის ფილა 1980-იან წლების დასაწყისში აღმოჩნდა სოფელ ციხისუბნის მცხოვრების ერმილე შავაძის საცხოვრებელი სახლის ქვედა სართულში. აქ იგი გადმოუტანიათ დიდი ხნის წინათ, ისე რომ სახლის პატრონს აქ გადმოსვლისას ასევე დახვედრია. ქვის ფილა სახლის პირველი სართულის კედლის წყობაში თავდაღმა იყო ჩასმული. მაშასადამე, ხელმეორედ იგი გამოიყენეს, როგორც სამშენებლო მასალა (კედლის კუთხის ქვა). ქვის ბლოკის წინა მხარე გათლილია ოთხკუთხედად. ზედა მარცხენა კუთხე გადატეხილია. ქვის უკანა მხარე, რომლითაც იგი კედელში იქნებოდა ჩადგმული, დაუმუშავებელია. წარწერიანი ქვა 1985 წელს გადატანილ იქნა ახალციხის მუზეუმში

თავდაპირველი მდებარეობა: ციხისუბანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი 5138

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: ვალერი სილოგავა

ცვლილებები ფაილში: 2019-10-29 Eka Kvirkvelia ტექსტის სრული კოდირება, მეტამონაცემების სრული კოდირება, ბმულებით დაკავშირება ავტორიტეტულ წყაროსთან

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ქ(რისტ) შ(ეიწყალ)ე ასვ(ა)თ ძმ(ა)ნი მ(ი)ს-
ნი ავაგე ესე კოშკე-
ბი დავდგი ლაგამა-
დ მტერთათ(ჳ)ს ყ(ოვე)ლგ(ა)ნ დ(ა)სა-
5ხედ(ა)ვ(ა)დ ყ(ო)ვ(ე)ლთა მრავ(ა)ლფ-
ერთ(ა)თ(ჳ)ს შ(უე)ბ(ა)დ შ(ა)ჰვ(ა)დ და საწ(უ)თ-
რ(ა)დ ლხენ(ა)დ ადამ(ი)ს ერთათ(ჳ)ს
და გოლიათ(ა)დ [ნაგები მიუვალია მტერ]თ(ა)თ(ჳ)ს
ქრ(ონი)კ(ონ)ი იყ(ო) ტკგ

დიპლომატიური

Ⴕ ႸႤ ႠႱႥႧ ႻႫႬႨ ႫႱ
ႬႨ ႠႥႠႢႤ ႤႱႤ ႩႭႸႩႤ
ႡႨ ႣႠႥႣႢႨ ႪႠႢႠႫႠ
Ⴃ ႫႲႤႰႧႠႧႱ ႷႪႢႬ ႣႱႠ
5ႾႤႣႥႣ ႷႥႪႧႠ ႫႰႠႥႪႴ
ႤႰႧႧႱ ႸႡႣ ႸჀႥႣ ႣႠ ႱႠႼႧ
ႰႣ ႪႾႤႬႣ ႠႣႠႫႱ ႤႰႧႠႧႱ
ႣႠ ႢႭႪႨႠႧႣ [...... ........ ....]ႧႧႱ
ႵႰႩႨ ႨႷ ႲႩႢ

თარგმანი: (ka)

ქრისტე, შეიწყალე ასვათ და ძმანი მისნი. ავაგე ესე კოშკები, დავდგი ლაგამად მტერთათჳს ყოველგან დასახედავად, ყოველთა მრავალფერთათჳს, შუებად, შაჰვად და საწუთრად, ლხენად ადამის ერთათჳს და გოლიათად [ნაგები მიუვალია მტერ]თათჳს. ქრონიკონი იყო ტკგ (323).

კომენტარი:

წარწერაში გამოყენებულია ორწერტილი განკვეთილობის ნიშნად. ქარაგმის ნიშანი - განივი, სწორი ხაზი. წარწერის ბოლო, თარიღის აღმნიშვნელი სტრიქონი ამოკვეთილია დანარჩენი ტექსტის მარცხნივ, ფილის თავისუფალ ზედაპირზე და სრული, დაუზიანებელი სახითაა მოღწეული (ქრონიკონი 323. 323+780=1103). ლექსის მეოთხე სტრიქონი ვალერი სილოგავას პირობითი აღდგენაა, იგი ტექსტის საერთო შინაარსსა და მასში მიღებულ სალექსო ზომას ეყრდნობა. შესაძლებელია აღდგენის სხვა ვარიანტიც. წარწერა თავისი შინაარსით საამშენებლოა და კოშკების აგების ფაქტს გადმოგვცემს. ვინმე ასვათს ქვაბლიანისწყლის ხეობაში, ციხისუბნის მიდამოებში აუგია სათვალთვალო („ყოველგან დასახედავად“) კოშკები სხვადასხვა („მრავალფერთათჳს“) მტრების შემოსევებისა თუ თავდასხმების შესაჩერებლად და მოსაგერიებლად („ლაგამად მტერთათჳს“). წარწერა განსაკუთრებულია იმით, რომ იგი გადმოცემულია თექვსმეტმარცვლიანი შაირით, რომელსაც „რუსთაველური“ ეწოდება. ციხისუბნის წარწერა-ლექსში ეს საზომი გამოყენებულია „ვეფხისტყაოსნამდე“ ასი წლით ადრე. პალეოგრაფიული თავისებურებანი: ასო ო-ს დაწერილობა ნუსხური მოხაზულობით, დონის ორნაირი გადმოცემა: მრგვალ წრეზე მაღალი ყელით დაკავშირებული განივი ხაზით - უმეტეს შემთხვევაში აქ დონი ასეთი მოხაზულობისაა და ოთხ შემთხვევაში - განუსხურებისაკენ მიდრეკილებით. ყურადღებას იქცევს ასევე მანის გადმოცემა ასოს ტანის დარჩენილ ნაწილებთან შედარებით წაგრძელებული ზედა განივი ხაზით, საერთოდ, წარწერაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ხვეული ხელის ან შეწიაღების მაგალითები. ასომთავრული ასოები ოდნავ წაგრძელებული მოხაზულობისაა. ცალკე ყურადღებას იქცევს დასაწყისში დასმული ნიშანი: სამკუთხედზე აღმართული ჯვარი. ჯვრის დასმა ტექსტების დასაწყისში ჩვეულებრივია, მაგრამ იმ სახით დასმა, როგორიც ამ წარწერაშია, სხვაგან არსად გვხვდება. ჯვარი შედის წარწერის პირველი სიტყვის შემადგენლობაში, როგორც სიტყვა ქრისტეს პირველი ასო. ასეთი ჯვარი ფილაზე კიდევ ორია. წარწერაში მოხსენიებული ასვათი, ვალერი სილოგავას აზრით, უნდა იყოს ამხეს საუმარგის, ბერძენის, ქობულის, პაზარიჱლის, გაბრიელის და ასვათის წარწერაში მოხსენიებული ასვათი, ეს წარწერაც ციხისუბნის წარწერის თანადროულია. ახვეს წარწერაში ჩამოთვლილი სხვა პირები შეგვიძლია მივიჩნიოთ ციხისუბნის წარწერაში სახელების აღუნიშნავად დასახელებულ ასვათის ძმებად.

ბიბლიოგრაფია:

სილოგავა, 2013 ვალერი სილოგავა, რუსთაველური ლექსი-წარწერა სამცხიდან (1103 წ.), 182-191

სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, კატალოგი-გზამკვლევი, 24-25

ფოტო

   Fig. 1. ციხისუბნის ასვათის წარწერა