ECG173. ჰაღბატის „ერახორანის ჯვრების“ თხუთმეტსტრიქონიანი სომხური წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ქვაჯვარი

წარწერიანი ზედაპირი: cm

ასოთა მოხაზულობა:

დათარიღება: 1220

სადაურობა: ჰაღბატი

თავდაპირველი მდებარეობა: ჰაღბატი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: შანშე დარჩიაშვილი, როსტომ ბეგ ერზნკეანცი, კ.კოსტანიანცი, ვარდაპეტ სარგის ჯალალიანცი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

† Ի թու(ին) հ(այոց) ՈԿԹ Ի յառ-
աջնորդութե(ան) տ(եառ)ն Յոհա-
նիսի ս(ուր)բ ուխտիս Հաղբատա
ես Քուրդս որդի Սմբատա
5եղբայր տ(եառ)ն Բարսղի շինեցի
զեկեղեցիս և զպարիսպս
ի վերա հանգստարանի իմո
վ(ա)ս(ն) փրկութե(ան) հոգո իմո և ոչ
ժամանեցի կատարել զի կոչ-
10եաց զիս տ(է)ր: և մեք Սմբատ և Ու-
քան որդիք նորա կանգնեցաք
զխաչս և աւրհնեցաք զեկե-
ղեցիս Որք երկրապագէք յաղ-
աւթս յիշեցէք զմեզ և զ-
15ծնողսն մեր

დიპლომატიური

† Ի ԹՈՒ Հ ՈԿԹ Ի ՅԱՌ
ԱՋՆՈՐԴՈՒԹԵ ՏՆ ՅՈՀԱ
ՆԻՍԻ ՍԲ ՈՒԽՏԻՍ ՀԱՂԲԱՏԱ
ԵՍ ՔՈՒՐԴՍ ՈՐԴԻ ՍՄԲԱՏԱ
5ԵՂԲԱՅՐ ՏՆ ԲԱՐՍՂԻ ՇԻՆԵՑԻ
ԶԵԿԵՂԵՑԻՍ և ԶՊԱՐԻՍՊՍ
Ի ՎԵՐԱ ՀԱՆԳՍՏԱՐԱՆԻ ԻՄՈ
ՎՍ ՓՐԿՈՒԹԵ ՀՈԳՈ ԻՄՈ և ՈՉ
ԺԱՄԱՆԵՑԻ ԿԱՏԱՐԵԼ ԶԻ ԿՈՉ
10ԵԱՑ ԶԻՍ ՏՐ: և ՄԵՔ ՍՄԲԱՏ և ՈՒ
ՔԱՆ ՈՐԴԻՔ ՆՈՐԱ ԿԱՆԳՆԵՑԱՔ
ԶԽԱՉՍ և ԱՒՐՀՆԵՑԱՔ ԶԵԿԵ
ՂԵՑԻՍ ՈՐՔ ԵՐԿՐԱՊԱԳԷՔ ՅԱՂ
ԱՒԹՍ ՅԻՇԵՑԷՔ ԶՄԵԶ և Զ
15ԾՆՈՂՍՆ ՄԵՐ

თარგმანი: (ka)

159 სომეხთა წელთაღრიცხვის „ოკთ“ (1220) ჰაღბატის წმიდა ძმობის უფალ ჰოჰანესის წინამძღვრობაში, მე, სმბატის ძემ ქურდმა, უფალ ბარსეღის ძმამ, ავაშენე ეს ეკლესია და კედელი ჩემს საფლავზე ჩემი სულის ხსნისათვის და ვერ მოვასწარი დასრულება, რამეთუ მომიწოდა უფალმა. ჩვენ, სმბატმა და უქანმა, მისმა შვილებმა, აღვმართეთ ეს ჯვარი და ვაკურთხეთ ეს ეკლესია. რომელნი თაყვანსსცემთ, ლოცვით მოგვიხსენიეთ ჩვენ და ჩვენი მშობლები.

წელთაღრიცხვას სომეხთა 600 60 9 წინამძღვრობაში უფალ ჰოვჰანესისა ამ წმინდა აღთქმის ჰაღბატისა, მე, ქურდმა, ძემ სუმბატისა, ძმამ უფალ ბარსეღისა, ავაშენე ეს ეკლესია {კ.ღაფადარიანი შენიშნავს, რომ ეკლესიაში აკლდამა იგულისხმება} და კედელი//ან გალავანი ზედა განსასვენებელსა ჩემსა ხსნისათვის სულისა ჩემისა და არ დამცალდა დასრულება, რამეთუ მომიწოდა მე უფალმა. და ჩვენ სუმბატ და უქან, ძეებმა მისმა აღვმართეთ ეს ჯვარი და ვაკურთხეთ ეს ეკლესია. ვინც თაყვანს სცემთ, მოგვიხსენიეთ ჩვენ და მშობელნი ჩვენნი. ნ. ჩანტლაძის თარგმანი

კომენტარი:

წარწერა შესრულებულია ე.წ. „ერახორანის ჯვრების“ სამხრეთის ქვაჯვრის უკანა მხარეს. თხუთმეტსტრიქონიანი წარწერა ამოკვეთილია მთავრული ასოებით. თარიღი მოცემულია დიდი სომხური წელთაღრიცხვით - 669 (+551/552= 1220/1221). წარწერა სრულადაა ამოკითხული, კ. ღაფადარიანი მრგვალ ფრჩხილში ხსნის ქარაგმებს. კ.ღაფადარიანის წაკითხვა (# 128135, 229-230)

ბიბლიოგრაფია:

არქიმანდრიტი იოანე ღრიმეცი, 1863 აღწერილობა ჰაღბატის და სანაჰინის მონასტრებისა, არქიმანდრიტი იოანე ღრიმეცი, 1863 00

ერზნეკეანცი, 1886 არქეოლოგიური აღწერა ჰაღბატის საქვეყნოდ ცნობილი სურბ ნშანის სავანისა, როსტომ ბეგ ერზნკეანცი, ვაღარშაპატი, 1886 00

ჯალალიანცი, 1882 მოგზაურობა დიდ სომხეთში, ვარდაპეტ სარგის ჯალალიანცის გამოკვლევით, 184100

კოსტანიანცი, 1913 ქვათა მატიანე, სომხური წარწერების აღწერილობის კრებული, შეადგინა კ. კოსტანიანცმა, პეტერბურგი, 191300

ლალაიანი, 1901 ბორჩალოს პროვინცია, ე. ლალაიანი, 1901 00

დარჩიაშვილი, 2010 ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან, შანშე დარჩიაშვილი, 2010154-155

ბიბლიოგრაფია: (otherPublications)