მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ქვასვეტის კაპიტელი
წარწერიანი ზედაპირი: ერთ სვეტად გამოყვანილია ოთხ სტრიქონში თითო გრაფემა
ასოთა მოხაზულობა:
რელიეფური ასომთავრული წარწერა.
25-28დათარიღება: V-VI
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დმანისი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური, ზაზა ალექსიძე
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
თარგმანი:
კომენტარი:
"დღე ა" ანუ "დღე პირველი". საეკლესიო კომპლექსი წარწერები(#1, 2, 12-20, 26-27) აღმოჩენილია 1998 წელს სოფ. განთადსა და სოფ. ტნუსს შორის ადგილ ნაგზარაში ოპტიკურ- ბოჩკოვანი კაბელი გაყვანისას. არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ საქართველოს მეც. აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ფილიალი- დმანისის ისტორიულ არქეოლოგიური განყოფილების მაშავერას ხეობის არქეოლოგიური ექსპედიცია (1998, 200-2004წწ. ); საქართველოს ეროვნული მუზეუმი და არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტთა "საექსპედიციო მოძრაობა" ექსპედიცია(2010 წ.) ამჟამად წარწერები დაცულია ქ. დმანისის კულტურის ცენტრის მუზეუმში. სრულად შემონახული ქვასვეტის კაპიტელის ქტიტორების გამოსახულებიანი წახნაგის მარცხენა აშიაზე ერთ სვეტად გამოყვანილია 4.სტრ.(სტრიქონში თითო გრაფემა) რელიეფური ასომთავრული წარწერა წარწერა სრული სახითაა მოღწეული. წარწერა, ცხადია. ქვასვეტის დამზადების თანადროულია. რელიეფური კვეთა და პალეოგრაფია იძლევა მის V-VI სს-ით დათარიღებით შესაძლებლობას. წარწერაში მოცემულია წინადადება ბიბლიური "შესაქმე"-დან. "დღე ა" ანუ "დღე პირველი".
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 73-74, თბილისი, 2018
ალექსიძე, 2012 ზაზა ალექსიძე, ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისთან, 83, თბილისი, 2012