ECG186. აბაზას მოსახსენებელი

ობიექტის ტიპი: კვარცხლბეკი

წარწერიანი ზედაპირი: კვარცხლბეკი წარწერითურთ ხუთ ფრაგმენტად არის დაშლილი cm

ასოთა მოხაზულობა:

რელიეფური ასომთავრული წარწერა. ქარაგმისა და განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს.

დათარიღება: არ არის მითითებულიs

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: დაბლუტის წყლის ხეობა

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური, ნოდარ შოშიაშვილი, ვ. ჯაფარიძე

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

[წყა]ლობ[ი]თა ღ(მრთისა)ჲთ-
ა [ამენ] აბაზამა[ნ]
_ _ _ _ _ _ იზა[დ _ _ ლ]
ეს[ე ჯ]უარი [აღხუმარ-]
5თე [სა]ლოც[ველად]
ჩემ[და] და [ცოლისა]
და შვ[ლ]თათვ[ს] ვ(ი)ნ [აღ(მოი)კ(ითხ)-]
იან ლოც[ვასა მომ]-
[იხსენეთ]

დიპლომატიური

[...]ႪႭႡ[.]ႧႠ ႶჂႧ
Ⴀ [....] ႠႡႠႦႠႫႠ[.]
_ _ _ _ _ _ ႨႦႠ[Ⴃ _ _ Ⴊ]
ႤႱ[. .]ႳႠႰႨ [.......-]
5ႧႤ [..]ႪႭႺ[.....]
ႹႤႫ[..] ႣႠ [......]
ႣႠ ႸႥ[.]ႧႠႧႥ[.] ႥႬ [....-]
ႨႠႬ ႪႭႺ[.... ...]
[.......]

თარგმანი:

კომენტარი:

რელიეფური ასომთავრული წარწერა გამოქანდაკებული იყო ქვაჯვრის კვარცხლბეკზე. წარწერას შემოუყვებოდა ლილვისებური ოთხკუთხა ჩარჩო. სტრიქონები ერთმანეთისგან გამოყოფილია რელიეფური ჰორიზონტალური ხაზებით. კვარცხლბეკი აღმოჩნდა მდ. დაბლაუტის წყლის ხეობაში, მცირე ეკლესიის ნანგრევებში, საკურთხეველში, დმანისის 1968 წ-ის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს. კვარცხლების დამტვრევისა და ზედაპირის ატკეჩვის შედეგად გრაფემების დიდი ნაწილი აღარ იკითხება. შემორჩენილი და აღდგენილი გრაფემების მიხედვით, სავარაუდოდ ჯვრის აღმმართველი არის აბაზა (შესაძლებელია ვინმესთან ერთად) და შესაბამისად, ლოცვაში მოხსენიების თხოვნაც მას მიემართება. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა თარიღდება V-VI სს.

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 79-80, თბილისი, 2018

ჯაფარიძე, 1970 ვ. ჯაფარიძე, ქართული ხელოვნებისა და დამწერლობის ახლად აღმოჩენილი უძველესი ძეგლები ქვემო ქართლიდან 52-53, თბილისი, 1970

შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 92-93