მასალა: ტუფი
ობიექტის ტიპი: ჯვრის კვარცხლბეკი
დეკორი: წარწერას სამი მხრიდან შემოუყვება ლილვისებრი ჩარჩო. წახნაგის ქვედა ნაწილში გამოქანდაკებულია სიცოცხლის ხე, ხოლო მის ორივე მხარეზე- ორი ვერძი, ერთმანეთის პირისპირ. ერთ წახნაგზე ამოკვეთილია რელიეფური "ბოლნური ჯვარი", რომლის ორივე მხარეს მაზდეიზმის საღმრთო თავსაკრავის ბაფთებია გამოსახული.
წარწერიანი ზედაპირი: w 75 x h 75 x d 67
ასოთა მოხაზულობა:
ამოღარული ასომთავრული წარწერა. ქარაგმის ნიშანი არ ახლავს, სიტყვები არაა გამოყოფილი ერთმანეთისგან.
30დათარიღება: VII (lettering)
სადაურობა: ნაპოვნია 1968 წელს
თავდაპირველი მდებარეობა: დაბლუტის წყლის ხეობა
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური, ნოდარ შოშიაშვილი, ვ. ჯაფარიძე
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
თარგმანი:
კომენტარი:
წარწერას სამი მხრიდან შემოუყვება ლილვისებრი ჩარჩო. წახნაგის ქვედა ნაწილში გამოქანდაკებულია სიცოცხლის ხე, ხოლო მის ორივე მხარეზე- ორი ვერძი, ერთმანეთის პირისპირ. ერთ წახნაგზე ამოკვეთილია რელიეფური "ბოლნური ჯვარი", რომლის ორივე მხარეს მაზდეიზმის საღმრთო თავსაკრავის ბაფთებია გამოსახული. დაზიანება: წარწერიანი წახნაგის კუთხეების ჩამომტვრევისა და ზედაპირის ატკეჩვის გამო წარწერას აკლია სამივე სტრიქონის დასაწყისი, შუა ნაწილები და პირველი სტრიქონის დასასრული. თუმცა, წარწერის ტექსტი სრულადაა აღდგენილი. წარწერაში კვრის აღმმართველნი სახელდების გარეშე არიან მოხსენიებულნი. საფიქრებელია, რომ კარცხლბეკის სხვა წახნაგებზე ყოფილიყო წარწერა ამოკვეთილი, სადაც ჯვრის აღმმართველნი პიროვნულად იქნებოდნენ დასახელებულნი. წარმოდგენილ გამოცემაში წარწერის დახასიათება ხდება პალეოგრაფიული ნიშნების დახასიათებით.
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 81-82, თბილისი, 2018
ჯაფარიძე, 1970 ვ. ჯაფარიძე, ქართული ხელოვნებისა და დამწერლობის ახლად აღმოჩენილი უძველესი ძეგლები ქვემო ქართლიდან 52-53, თბილისი, 1970
შოშიაშვილი, 1980 ნოდარ შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, 94-95
ჯაფარიძე, 1971 ჯაფარიძე, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის 1969 წლის მუშაობის მოკლე ანგარიში, 60-61, თბილისი, 1971
ჯაფარიძე, 1971 ვ. ჯაფარიძე, ვ. ართილაყვა, გათხრები დმანისსა და მის მიდამოებში, 2, თბილისი, 1971