ECG194. [თეკლა] პირველმოწამეს განმარტებითი წარწერა

მასალა: წითელი ტუფი

ობიექტის ტიპი: ქვაჯვარი

წარწერიანი ზედაპირი: ქვაჯვრის ფრაგმენტი

ასოთა მოხაზულობა:

ასომთავრული წარწერა.

დათარიღება: VII

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ნაგზაურა

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური, ზაზა ალექსიძე

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

[ქ] თ(ე)კლ-
[ა] პ(ი)რ-
[ვ]ელ
[მ(ო)წ](ამ)ე

დიპლომატიური

[.] ႧႩႪ
[.] ႮႰ
[.]ႤႪ
[..]Ⴄ

კომენტარი:

წითელი ტუფის ქვაჯვრის ფრაგმენტზე შემორჩენილია ამოკვეთილი ასომთავრული წარწერის ნაშთი, 3 სტრიქონი. პირველმოწამეს სახელის აღდგენის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: სტეფანე, რაჟდენ, თეკლა. "ნაგზაურა"-ს ერთ-ერთ პოლიგრიმულ გრფიტოში დაფიქსირებული სახელი "თეკლე", რაც, ჩვენი აზრით, უფრო მეტი ალბათობითგვაძლვეს ვარაუდის დაშვების უფლებას, რომ პირველმოწამეს სახელი აღვადგინოთ როგორც "თეკლა". დაზიანება: წარწერა ფრაგმენტულია. წარწერის დათარიღება წინა გამოცემაში: VII ს. (ზ. ალექსიძე) წარმოდგენილ გამოცემაში გაზიარებულია მოცემული დათარიღება.

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 86-87, თბილისი, 2018

ალექსიძე, 2012 ზაზა ალექსიძე, ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისთან, 84, თბილისი, 2012