მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ქვაჯვარი
წარწერიანი ზედაპირი:
ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული ასოები
დათარიღება: VIII
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: ნაგზაურა
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური, ზაზა ალექსიძე
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
ქვაჯვრის ფრაგმენტზე, ადამიანის ფიგურის შემორჩენილი ნაწილის მარცხნივ, მავედრებელი ხელების ქვემოთ, სომხური გრაფიტოს ქვეშამოკაწრულია ქართული ასომთავრული ანბანის ასოები. ე.წ. აბეცედარიუმი- ტრადიციული რიგის მიხედვით ჩამოწერილი გრაფემები. "ნაგზაურას" აბეცედარიუმი (დავათის სტელასთან ერთად) უძველესია ქართულ აბეცედარიუმებს შორის. დაზიანება: გრაფემები მკრთალად არის ამოკაწრული, ქართულ გრაფიტოს ფარავს სომხური გრაფიტო. ქვაჯვრის მარცხენა ნაწილი ჩამოტეხილია, რასაც, სავარაუდოდ, გაჰყვა წარწერის დასაწყისი. წარწერის დატარიღება წინა გამოცემებში: VIII ს. (ალექსიძე) წარმოდგენილ გამოცემაში გაზიარებულია მოცემული დათარიღება.
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 89, თბილისი, 2018
ალექსიძე, 2012 ზაზა ალექსიძე, ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისთან, 86, თბილისი, 2012