მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
წარწერიანი ზედაპირი: ეკლესიის დასავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერა
ასოთა მოხაზულობა:
ასომთავრული წარწერა, განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. ქარაგმის ნიშანი განივი, სწორი ხაზი
დათარიღება: VIII-IX ს.
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: სარკინეთი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
წმ. ბასილი დიდის სახელობის ეკლესიის დას. ფასადზე, კარნიზის კეხიდან ქვების მეორე წყობაში, რელიეფური ჯვრის განივი მკლავების ქვეშ ამოკვეთილია 1 სტრ. ასომთავრული წარწერა(აზომვა არ ხერხდება). განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. ქარაგმის ნიშანი - განივი, სწორი ხაზი. დაზიანება: ჯვრის მარცხენა მკლავების ქვეშ ამოკვეთილი გრაფემები (თ, ე) ქვის ზედაპირის ატკეჩვის გამო გადასულია და მათი მხოლოდ მკრთალი კონტურები განირჩევა. წარმოდგენილი დათარიღების საფუძვლები: 1) პალეოგრაფიული ნიშნები ე- მარცხნივ გაზიდული დამატებითი განივი ხაზის გარეშე. პ- მიდრეკილი გაკუთხოვნებისაკენ; 2) წარწერა ეკლესიის აგებისა და ჯვრის გამოსახულების თანადროული უნდა იყოს.
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 91, თბილისი, 2018