ს(ი)მ(ო)ნ მღ(ვ)დლ(ისაით)ა სალ(ო)ცვ(ელა)დ წ(მიდ)ისა დ(ავი)თ მ(ე)ფ(ის)ა და
შვ(ი)ლთა მ(ა)თთა დ(ა)ი(დ)ვა წ(მიდა)ჲ ბ(ა)ლ(ა)ვ(ა)რი დ(ა)ვ(ი)თ მ(ე)ფისა ც(ო)დვ(ათ)ა შენ(დო)ბ(ისათვ)ის [ა(მი)ნ]
მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ბალავარის ქვა
წარწერიანი ზედაპირი: ბალავარის ქვა w 100 x h 240 cm
ასოთა მოხაზულობა:
ასომთავრული წარწერა
4-12 (I-IIსტრ.); 2-8 (IIIსტრ.)დათარიღება: 991-1048/49
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დმანისის ნაქალაქარი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
სოფლის ცენტრში მდგარი, სახურავ ჩამოქცეული და დაზიანებული ეკლესიის სამხრეთის კარის თავზე ბალავარის ქვაზე ამოღარულია ასომთავრული წარწერა. დამწერლობა- კიდურწერტილოვანი. ქარაგმა: განივი, მოკლე, სწორი ხაზი. განკვეთილობის ნიშნების გარეშე. გვხვდება ლიგატურა(III სტრ. ი-ნი და ს-ანი). დაზიანება: გადარეცხვისა და გამოფიტვისგან წარწერა გაფერმკრთალებულია. III სტრ. ბოლოს ქვა ამოტეხილია, დაკარგულია 2-3გრ., რაც ართულებს წარწერის დასასრულის ამოკითხვას. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: 991-1048/49 წწ., დავით I ანჰოღინის (უმიწაწყლო) ზეობა(ზ, ბ, ო). წარმოდგენილ გამოცემაში გაზიარებულია მოცემული დათარიღება.
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 103, თბილისი, 2018
ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 112 თბილისი, 2014
ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 15, თბილისი, 2016