მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ბალავრის ქვა
წარწერიანი ზედაპირი: ბალავრის ქვა w 840 x h 2720 cm
ასოთა მოხაზულობა:
ასომთავრული წარწერა
4-6დათარიღება: 1020-1048/49
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დმანისი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ზემო ყარაბულახი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
სოფლის ცენტრში მფგარი ეკლესიის სამხ. კარის თავზე ბალავარის ქვაზე ამოღარულია 1სტრ. ასომთავრული წარწერა. განკვეთილობის ნიშნები არა ხალავს. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი საშუალო სიგრძის განივი ხაზი. დაზინება: გადარეცხვისა და გამოფიტვისგან წარწერა გაფერმკრთალებულია, მაგრამ სრულად იკითხება. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: 1) წარწერაში დასახელებულნი არიან დავით IV აღმაშენებელი(1089-1125) და კვირიკე IV კახთა მეფე (1084-1102) (თ); 2) სომეხი კვირიკიანები დავით და კვირიკე(რ, ბ, ო). წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: წარწერაში მოხსენიებულნი არიან ტაშირ-ძორაკეთის მეფეები დავით I ანოღინი (უმიწაწყლო) (991-1048/49) და მისი უფროსი ვაჟი კვირიკე II (1048/9-1089). ორივეს მეფედ მოხსენიება მათ თანამოსაყდრეობაზე მიგვანიშნებს, რაც დავით I-ის მეფობის მეორე ნახევარში, გაგიკ I(989-1020) ანისის მეფის(რომლის ქვეშერმდომი იყო დავითი) გარდაცვალების შემდეგაა სავარაუდებელი. ზედა ქრონოლოგიური ზღვარი, ბუნებრივია, დავითის ზეობის დასასრულია.
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 108-109, თბილისი, 2018
ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 112 თბილისი, 2014
ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 15, თბილისი, 2016
რჩეულიშვილი, 1994 ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, 40, თბილისი, 1994
თაყაიშვილი, 1913 Е. Такайсшвили, Археологические екскурсии разыскания и заметки, IV 103, Тб. 1913