ECG221. საამშენებლო წარწერა თეოდორესი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ტიმპანი

ზომა:

დეკორი: წარწერას გარშემო შემოუყვება ჩაღრმავებული კანტი, რომელიც მართკუთხა ფორმისაა და ერთიანობაში წარწერას გარკვეულ ჩარჩოში აქცევდა.

წარწერიანი ზედაპირი: ეკლესიის სამხრ. მინაშენში, მთავარი ტაძრის შესასვლელის ტიმპანის ქვის შელესილობაზე ამოკვეთილია 6 სტრიქონიანი წარწერა(უკავია ტიმპანის ქვის მთელი ფართობი). 5 სტრიქონი შესრულებულია ჰორიზონტალურად, მხოლოდ V სტრ. ვერტიკალურად ჩამოუყვება ძირითადი ტექსტის მარცხენა კიდეს. w 100 x h 240 cm

ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია მოკლე, განივი, სწორი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ გვხვდება. 5-17

დათარიღება: 1032 AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ამბარლო, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ამბარლო, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

ქ(ო)რ(ონი)კ(ო)ნ(ი) იყო სმიბ
ქ მ(ო)წყ(ალე)ბ(ი)თა ღ(მრთისა)ჲთა მე თ(ეოდორ)ე ღ(ირს) (ვი)ქმ(ე)ნ
აღშ(ე)ნ(ება)დ წ(მიდის)ა ს(ა)ყ(დ)რ(ი)ს(ა) ად(ი)დ(ე)ნ ღ(მერთმა)ნ ბ(ა)გ(რა)ტ
მ(ე)ფ(ი)სა
ს(ა)ლ(ო)ც(ველად) . და შ(ე)მ(დგომა)დ ლ(ი)პ(არი)ტ ე(რისთავთ)ე(რისთავი)სა
5[მ(ა)ს] ჟ(ა)მს(ა) დ(აი)დვა
ბალ(ავა)რი ოდ(ე)ს შ(ეი)პყრ(ა) ლ(ი)პ(არი)ტ ე(რისთავთ)ე(რისთავ)მ(ა)ნ ამ(ი)რ(ა)ჲ

დიპლომატიური

ႵႰႩႬ ႨႷႭ ႱႫႨႡ
Ⴕ ႫႼႷႡႧႠ ႶჂႧႠ ႫႤ ႧႤ Ⴖ ႵႫႬ
ႠႶႸႬႣ ႼႠ ႱႷႰႱ ႠႣႣႬ ႶႬ ႡႢႲ
ႫႴႱႠ
ႱႪႺ . ႣႠ ႸႫႣ ႪႮႲ ႤႤႱႠ
5[...] ႯႫႱ ႣႣႥႠ
ႡႠႪႰႨ ႭႣႱ ႸႮႷႰ ႪႮႲ ႤႤႫႬ ႠႫႰჂ

კომენტარი:

დაზიანება: წარწერის ზედა მარცხენა კუთხის მცირე ნაწილი მოქცეულია მოგვიანო სამხრ. მინაშენის გადახურვის შიდა ნაწილის ქვეშ, რის გამოც V სტრ. პირველი 2 გრ. ცუდად იკითხება, ხოლო III გრ. „ჟ“-ს ფეხი აკლია. წარწერას ახლავს თარიღი: ქორონიკონი სმიბ - 252 (252+780=1032). წარწერაში რამდენიმე სიტყვას სხვადასხვა ავტორები განსხვავებულად კითხულობენ, ვ. სილოგავა პირველ სტრიქონში კითხულობს სიტყვა: ქრ(ონი)კ(ო)ნ[ი], მეორეში - მ(ო)წყ(ალე)ბ(ი)თა, (ვი)ქმენ, მეოთხეში - შ(ე)მდ(გომა)დ, ე(რისთავთა), მეხუთეში - მ(ა)ს, მეექვსეში - ბალ(აჰვა)რი, ე(რისთავთა); დ. ბერძენიშვილი მეოთხე სტრიქონში კითხულობს სიტყვა: შემწედ, მეხუთეში - ჟამ, მეექვსეში - ერისთავმან, ე. თაყაიშვილი მეხუთე სტრიქონში კითხულობს სიტყვა: მიწყია

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 114-115, თბილისი, 2018

თაყაიშვილი, 1913 Е. Такайсшвили, Археологические екскурсии разыскания и заметки, IV 100-101, Тб. 1913თაყაიშვილი, 1913

სილოგავა, 2000 ვ. სილოგავა, ქვემო ქართლის წარწერები242, თბილისი, 2000

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 108 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 25-26, თბილისი, 2016