ECG222. საამშენებლო წარწერა თეოდორესი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ცრუ სვეტი

ზომა:

დეკორი: წარწერას გარშემო შემოუყვება ჩაღრმავებული კანტი, რომელიც მართკუთხა ფორმისაა და ერთიანობაში წარწერას გარკვეულ ჩარჩოში აქცევდა.

წარწერიანი ზედაპირი: ეკლესიის ინტერიერში, მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ კედლის ე. წ. ცრუ სვეტის შელესილობაზე ამოკვეთილია 7 სტრიქონიანი წარწერა. w 80 x h 55 cm

ასოთა მოხაზულობა:

ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერა. ბოლო (VII) სტრ-ში 2-ჯერ გვხვდება განუსხურებისაკენ მიდრეკილი გრაფემა ლ. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია მოკლე, სწორი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ გვხვდება.

3-8

დათარიღება: 1032 AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ამბარლო, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ამბარლო, წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური, ვალერი სილოგავა

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

სახ(ელი)თა ღ(მრთის)ჲ-
თა და მ-
ე(ო)ხ(ე)ბითა წ(მიდის)ა
[ღ](მრ)თ(ი)სმ(შობელისაჲ)თა მ-
5[ე] თ(ევდორ)ე ღ(ი)რ(ს) (ვი)ქმ(ე)ნ
ა(ღშენე)ბ(ა)დ წ(მიდის)ა ს(ა)ყ(დრი)სა
(სა)ლ[ო(ცველა)დ] ს(უ)ლ(ი)ს(ა) ჩ(ე)მ(ი)სა

დიპლომატიური

ႱႠႾႧႠ ႶჂ
ႧႠ ႣႠ Ⴋ
ႤႾႡႨႧႠ ႼႠ
[.]ႧႱႫႧႠ Ⴋ
5[.] ႧႤ ႶႰ ႵႫႬ
ႠႡႣ ႼႠ ႱႷႱႠ
Ⴊ[..] ႱႪႱ ႹႫႱႠ

კომენტარი:

დაზიანება: წარწერის ქვედა მარცხენა ნაწილი გაბზარულია. გარდა ამისა ამ ნაწილში წარწერის ზედაპირი და კიდეები გაცვეთილია, რის გამოც IV-VII სტრიქონების პირველი რამდენიმე გრაფემა ცუდად იკითხება. წ არწერის დათარიღების საფუძველი: შინაარსისა და პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა ამავე ეკლესიის სამხრ. მინაშენის თეოდორეს საამშენებლო წარწერის თანადროულია. ვ. სილოგავა მეექვსე სტრიქონში სიტყვას შემდეგნაირად კითხულობს: (ა)ღ(შენება)დ, მეშვიდეში - [სალოცველა]დ

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 114-115, თბილისი, 2018

სილოგავა, 2000 ვ. სილოგავა, ქვემო ქართლის წარწერები242, თბილისი, 2000

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 108 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 243, თბილისი, 2016