ECG224. კათალიკოს იოანე V ოქროპირის სადიდებელი წარწერა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ბალავარი

ზომა: w 257 x h 45

დეკორი: ბალავრის ქვაზე ცენტრში წრეში ჩახაზული ე. წ. ბოლნური ჯვარია გამოსახული.

წარწერიანი ზედაპირი: ბალავრის ქვის ზედა კიდესთან ამოკვეთილია 1 სტრიქონიანი წარწერა. w 159 x h 14 cm

ასოთა მოხაზულობა: წარწერა ასომთავრულია. ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია მოკლე, სწორი, განივი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ შეინიშნება. 1.5-5-12

დათარიღება: XI AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: იფნარი (ყოფილი კიროვისი, ადრინდელი ვალდჰეიმი)

ბოლო აღწერილი მდებარეობა: დმანისის ციხის ნაქალაქარი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

ა(დიდე)ნ [ღ(მერთმა)ნ იოა]ნე ო[ქ]როპ(ი)[რ]ი ქ(რისტე)ს მი(ე)რ <ქ>(არ)თ(ლი)ს(ა) კ(ათალიკოზი)

დიპლომატიური

ႠႬ [... ...]ႬႤ Ⴍ[.]ႰႭႮ[.]Ⴈ ႵႱ ႫႨႰ ႧႱ Ⴉ

თარგმანი:

კომენტარი:

სოფ. იფნარიდან (ყოფილი კიროვისი, ადრინდელი ვალდჰეიმი) დმანისის ციხის ნაქალაქარზე გადმოტანილია ქვა. დაზიანება: წარწერა ორ ნაწილად არის გადახერხილი. გადარეცხვისა და გამოქარვისაგან წარწერის დიდი ნაწილი გადაშლილია. წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: წარწერაში იხსენიება კათალიკოსი იოვანე V ოქროპირი (1033-1048 წწ.). გიორგი ოთხმეზურმა 2016 წელს წარწერის დასაწყისში შეამჩნია ჯვრის სიმბოლო, ხოლო ტექსტი შემდეგნაირად წაიკითხა: ადიდენ...ო...ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი... ამენ

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 118, თბილისი, 2018

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 111 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 17, თბილისი, 2016