ECG226. ცხორებას მოსახსენებელი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა:

წარწერიანი ზედაპირი: 1 სტრიქონიანი წარწერა ამოკვეთილია შახმარლოს ეკლესიის დას. ფასადზე, სარკმლის სათაურის მარცხნივ. cm

ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული წარწერა. ქარაგმის ნიშანი: განივი, მოკლე, სწორი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ გვხვდება.

დათარიღება: XI AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: შახმარლოს ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: შახმარლოს ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

[ქ(რისტ)ე] შე(ი)[წყ(ა)]ლ(ე) ცხ(ო)[რ(ე)ბა]

დიპლომატიური

[...] ႸႤ[..]Ⴊ ႺႾ[...]

თარგმანი:

კომენტარი:

წარწერის აზომვა არ ხერხდება. დაზიანება: ქვის ზედაპირი ნაწილობრივ დაფარულია მოთეთრო-მოყვითალო ფერის ხავსისებრი მცენარით; ქვის ზედაპირის ატკეჩვის გამო გრაფემათა ნაწილი ამომტვრეულია; დანარჩენი გრაფემები გამოქარვისა და გადარეცხვისაგან გამკრთალებულია და გადასული. ამჟამად აღარ იკითხება წარწერის დასაწყისი და შუა ნაწილი, „ცხორება“-ს სახელის მხოლოდ პირველი ორი ასო გაირჩევა; წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: შინაარსი: წარწერაში მოხსენიებული ცხორება უნდა იყოს ლიპარიტ III-ის მეუღლე და ლიპარიტ IV-ის დედა. 1045 წელს ლიპარიტის ძალისხმევით ბაგრატ IV-მ დაკარგა ანისი, რაც დავით უმიწაწყალოს იმტერესებშიც შედიოდა. როგორც ჩანს, ამის სანაცვლოდ დაუთმო სომეხთა მეფემ ბაღვაშებს მოსაზღვრე ტერიტორია გომარეთის პლატოზე. ამით აიხსნება კვირიკიანთა სამფლობელოში აღმართულ ეკლესიაზე ცხორებას მოსახსენებელი წარწერის მოთავსება

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 122, თბილისი, 2018

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 112 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 15, თბილისი, 2016