ECG227. მიქაელის და მისი შვილების მოსახსენებელი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: w 44 x h 41 cm

დეკორი: ამოღარულია სფეროში ჩასმული წნული ჯვრები.

წარწერიანი ზედაპირი: ეკლესიის დასავლეთ ფასადზე გამოსახულია სფეროში ჩასმული წნული ჯვრები, რომლის თავზეც ამოღარულია პერანგის სამ ქვაზე გადანაწილებული 3 სტრიქონიანი წარწერა. w 78 x h 22 cm

ასოთა მოხაზულობა: ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია გრძელი კლაკნილი ხაზი. განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. წარწერა კიდურწაისრული ასომთავრულია. წარწერის ამომკვეთი ორგან შეცდომით გრაფემა „შ“-ს სარკისებურად შეტრიალებულს წერს. 4-9

დათარიღება: XI AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: დიდი გომარეთი, წმ. გიორგის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: დიდი გომარეთი, წმ. გიორგის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე მ(ი)ქ(აელ) და შვილ-
ნი მის(ნი)
მოი(ხსე)ნი(ე)

დიპლომატიური

ႵႤ ႸႤ ႫႵ ႣႠ ႸႥႨႪ
ႬႨ ႫႨႱ
ႫႭႨႬႨ

კომენტარი:

წარწერის გაგრძელებაზე, მარჯვენა მხარეს აშკარად სხვა, გვიანდელი ხელით (XVI ს.) ამოკვეთილია „მოინი“. დაზიანება: წარწერის ძირითადი ნაწილი დაზიანებული არ არის. მარჯვენა ქვა გამოქარვული და ჩამორეცხილია, ართულებს ბოლო სიტყვის ამოკითხვას; წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: 1) პალეოგრაფიული ნიშნები: კიდურწაისრული დამწერლობა; 2) შინაარსი - წარწერაში მოხსენიებული მიქაელი შეიძლება გავაიგივოთ დიდი გომარეთის ღმრთისმშობლის და ბახჩალარის (სარკის წმ. გიორგის) ეკლესიების მაშენებელ მიქაელთან; მე-3 ხაზზე სიტყვას, რომელსაც გიორგი ოთხმეზური კითხულობს, როგორც „მოი(ხსე)ნი(ე)“ სხვა ხელით არის ამოკვეთილი, რაც ე. თაყაიშვილის გამოცემაში წაკითხულია, როგორც „მოიხსენე“ და ტექსტის დასასრულად არის მიჩნეული, ანუ „...შვილი მის(ნი) მოიხსენე“. პალეოგრაფიული ნიშნებით (ი, მ - ზედა განივი ხაზი მარცხნივ ზევით აწეული; ნ - მორკალური თავით; დამწერლობა კიდურწერტილოვანი) წარწერა XVI საუკუნით შეიძლება დათარიღდეს. როგორც ჩანს, ვიღაცამ „ითავა“ დაუმთავრებელი წარწერის დასრულება

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 123-124, თბილისი, 2018

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 109 თბილისი, 2014

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 24, თბილისი, 2016

თაყაიშვილი, 1913 Е. Такайсшвили, Археологические екскурсии разыскания и заметки, IV 81, Тб. 1913თაყაიშვილი, 1913