მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: არქიტრავი
ზომა: w 113 x h 218
დეკორი: ჯვრის გამოსახულება
წარწერიანი ზედაპირი: 2 სტრიქონიანი წარწერა ამოკვეთილია ეკლესიის სამხ. შესასვლელის არქიტრავის ქვაზე, სადგარზე აღმართული ჯვრის გამოსახულების განივი მკლავების ქვეშ, ორივე მხარეს. w 25 x h 117 cm
ასოთა მოხაზულობა: წარწერა ასომთავრულია. ქარაგმის ნიშანი: განივი, მოკლე, სწორი ხაზი, ჩანს ერთგან (I სტრ.); განკვეთილობის ნიშნები არ იხმარება. 3-7
დათარიღება: XI AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: პატარა გომარეთი, ღვთისმშობლის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: პატარა გომარეთი, ღვთისმშობლის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
მარჯვენა მხარეს არსებული გრაფემების შემორჩენილ ფრაგმენტებში ჯერ კიდევ შემორჩენილია სინგური საღებავი; დაზიანება: ე. თაყაიშვილის ცნობით, წარწერა სპეციალურად იყო გადაფხეკილი, რის გამოც მან მხოლოდ 1 სტრ-ის (ისიც ნაწილობრივ) ამოკითხვა შეძლო. ამჟამად გამოქარვისა და გადარეცხვისაგან წარწერა იმდენად გადასულია, რომ მხოლოდ ცალკეული გრაფემები შეინიშნება. ტექსტი აღდგენილია ე. თაყაიშვილის მიხედვით; წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: შინაარსი: ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის მოხსენიება. გამოთქმულ თვალსაზრისთა გაზიარებით (XI ს-ის ლიპარიტი) წარწერის ქრონოლოგიური ჩარჩოები განისაზღვრება ბაღვაშთა ზურტაკეთ-გომარეთში დამკვიდრებისა (1022/23 წწ.) და ლიპარიტ IV-ის ზეობის დასასრულით (1058 წ.). ე. თაყაიშვილი და დ. ბერძენიშვილი წარწერას XI საუკუნით ათარიღებენ. ეპისკოპოსი ზენონი წარწერას შემდეგნაირად კითხულობს: „ქრისტე შეუნდვე ერისთავთ-ერისთავს ლიპარიტს“
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 124-125, თბილისი, 2018
ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 108 თბილისი, 2014
თაყაიშვილი, 1913 Е. Такайсшвили, Археологические екскурсии разыскания и заметки, IV 90, Тб. 1913თაყაიშვილი, 1913