მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ბალავარი
ზომა: w 76 x h 173
დეკორი: ბალავრის ქვის შუაში მოთავსებულია ე. წ. ბოლნური ჯვარი, რომელიც III და IV სტრიქონებს შუაზე ყოფს.
წარწერიანი ზედაპირი: 5 სტრიქონიანი წარწერა ამოკვეთილია ბალავრს ქვაზე. w 138 x h 51 cm
ასოთა მოხაზულობა: ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია მოკლე, სწორი ხაზი. IV სტრ-ის IX გრ. ძ-ს მაგივრად წარწერის ამომკვეთს შეცდომით მსგავსი მოყვანილობის ასო მ ამოუკვეთავს. ტექსტის უმეტესი ნაწილი შესრულებულია ნუსხურად. ასომთავრულია რამდენიმე გრაფემა. 2.5-5
დათარიღება: 1040 AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: ქვემო ყარაბულახი, დანგრეული სარკის წმ. გიორგის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ქვემო ყარაბულახი, დანგრეული სარკის წმ. გიორგის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
თარგმანი:
კომენტარი:
წარწერა მოთავსებულია სოფ. ქვემო ყარაბულახის თავზე, გორის წვერზე მდებარე დანგრეული სარკის წმ. გიორგის ეკლესიასთან. დაზიანება: მზისა და ნალექის გამო ბალავრის ზედაპირი გადარეცხილია და დაზიანება წარწერაზეც აისახა, თუმცა ტექსტი ჯერ კიდევ გარკვევით იკითხება; წარწერას ახლავს თარიღი: ქორონიკონი სჲ - 260 (260+780=1040); მეორე ხაზზე დ. ბერძენიშვილი კითხულობს: იოვანეს, მესამე-მეოთხე ხაზზე გ. ოთხმეზური კითხულობს: დღჱგრძ(ე)ლებ(ი)სათჳ(ს), დ. ბერძენიშვილი - დღეგრძჱლებისათვის, ხოლო თვითონ გიორგი ოთხმეზური 2016 წელს კითხულობს: დღჱგრძელებისათუჲს
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 125-126, თბილისი, 2018
ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 110 თბილისი, 2014
ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 26, თბილისი, 2016