მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: კედელი
ზომა: w 36 x h 29
წარწერიანი ზედაპირი: შესრულებულია ეკლესიის ინტერიერში, სამხ. კედლის ქვედა ქვის წყობაში, კარიდან აღმოსავლეთით. 3 სტრიქონად. w 19 x h 25 cm
ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული, კიდურწერტილოვანი დამწერლობა. ამოღარვით. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი. ქარაგმა: განივი, სწორი, კიდურწერტილოვანი ხაზი. დამახასიათებელია ასოთა შეწიაღება, გამოყენებულია ლიგატურა (III სტრ. ი და ს). 4-7
დათარიღება: XI AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: საკირე, წითელი ეკლესია (ყიზილ ქილი)
ბოლო აღწერილი მდებარეობა: საკირე, წითელი ეკლესია (ყიზილ ქილი)
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3. ლიცენზიით
თარგმანი:
კომენტარი:
დაზიანება: წარწერიანი ქვა, ისევე როგორც ქვა-ჯვრები და მათი ბაზისები წმინდანების, ცხოველებისა და ფრინველებს რელიეფური გამოსახულებები მეორად სამშენებლო მასალადაა გამოყენებული (მოგვიანო რესტავრაციისას). წარწერის თავი და შუა ნაწილი ნაკლულია; წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: პალეოგრაფიული ნიშნები: კიდურწერტილოვნება, შეწიაღება, გრაფემების (ა, დ) მოხაზულობა; წარწერას დ. ბერძენიშვილი XI-XII სს-ით ათარიღებს; პირველ ხაზზე სიტყვებს დ. ბერძენიშვილი ამგვარად კითხულობს: შენ (მიერ... მაშენებელი ამის), ხოლო მესამე ხაზზე, ასე: ცოდვილისა სული. ნაკლებადაა შესაძლებელი, თუმცა, ვარიანტის სახით დასაშვებია დაქარაგმებული სახელ ა~რსე-ს აღდგენა, როგორც არსე(ნ)
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 127-128, თბილისი, 2018
ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 153 თბილისი, 2014
ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 28-29, თბილისი, 2016