მასალა: საპირე ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
ზომა: w 35 x h 35
დეკორი: წარწერის დასაწყისში სტილიზებული ჯვარია ამოკვეთილი.
წარწერიანი ზედაპირი: 2 სტრიქონიანი წარწერა ამოღარული ეკლესიის სამხრ. კედლის სამხრ-დას. კუთხეში, კვადრატული ფორმის საპირე ქვის ფილაზე. w 23.5 x h 34 cm
ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული, კიდურწერტილოვანი და კიდურწაისრული დამწერლობა, ქარაგმის ნიშანი: მოკლე, განივი, კლაკნილი კიდურწერტილოვანი ხაზი; წერტილები ქარაგმის ხაზის მარცხენა კიდეზე ზემოდან, ხოლო მარჯვენაზე - ქვემოდან არის დასმული. განკვეთილობის ნიშანი ორწერტილი. 4.5-11
დათარიღება: XI-XII AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დიდი დმანისი, ღმრთისმშობლის ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: დიდი დმანისი, ღმრთისმშობლის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
დაზიანება: შემორჩენილია წარწერიანი ქვის მარჯვენა ნაწილი, ორივე სტრ-ში იკითხება მხოლოდ I სიტყვა და II სიტყვის დასაწყისი გრაფემები; წარმოდგენილი დათარიღების საფუძველები: პალეოგრაფიული ნიშნები: კიდურწერტილოვანი და კიდურწაისრული დამწერლობა; სტილიზებული გრაფემები - გ-ანის ფეხი მარჯვნივ დაქანებული, ორმაგი კლაკნილი ხაზით; თ-ანის განივი ხაზი ორმაგი რკალით გადმოცემული. ი-ნი, მ-ანი - მარცხნივ აწეული, წერტილით დაბოლოვებული ზედა განივი ხაზი. ტ-ანი - მარჯვნივ დაქანებული, წერტილით დაბოლოვებული ქვედა განივი ხაზი. ნ-არი, რ-ანი, ღ-ანი გრაფემები ერთდროულად კიდურწერტილოვანი და კიდურწაისრული დამწერლობითაა შესრულებული. გარკვეულ მსგავსებას ავლენს 1152 წ-ის საორბისის წარწერასთან (საქ. ისტ. და კულტ. ძეგ. აღწერილობა, 1990, 110-111);
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 130-131, თბილისი, 2018