მასალა: მონაცრისფრო ქვა
ზომა:
დეკორი: ფრაგმენტზე შემორჩენილია წნული ლილვები.
წარწერიანი ზედაპირი: 1 სტრიქონიანი. წარწერის ფრაგმენტი ამოკვეთილია მონაცრისფრო ფერის ქვაზე. cm
ასოთა მოხაზულობა: კიდურწერტილოვანი ასომთავრული წარწერა, შეიმჩნევა კიდურწაისრულობაც. ქარაგმის ნიშანი: კიდურწერტილოვანი კლაკნილი ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი.
დათარიღება: XI-XII AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დმანისის არქეოლოგიური ბაზა
ბოლო აღწერილი მდებარეობა: დმანისის არქეოლოგიური ბაზა
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
როგორც ჩანს, წარწერა რომელიღაც ეკლესიის ან ეკლესიის ნაწილის სააღმშენებლო ან სარესტავრაციო სამუშაოს დასრულების შემდეგაა ამოკვეთილი; ამჟამად დაცულია დმანისის არქეოლოგიურ ბაზაზე. დაზიანება: წარწერა ფრაგმენტულია, თუმცა შემორჩენილი გრაფემების მიხედვით ხერხდება სიტყვის აღდგენა; წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: პალეოგრაფიული ნიშნები: კიდურწერტილოვანი და კიდურწაისრული დამწერლობა. პალეოგრაფიულად მსგავსია დიდი დმანისის წარწერისა
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 132, თბილისი, 2018