ECG237. დაწერილი ივანე ლომსიანისძისა მიჯის ეკლესიისადმი

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფილა

ზომა:

წარწერიანი ზედაპირი: შესრულებული იყო ეკლესიის ქვის ფილაზე. 5 სტრიქონად. w 97 x h 27 cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. ქარაგმისა და განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. 2,1-4,5

დათარიღება: XI-XII AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: მიჯას (ჯავახის) ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: განთიადის XIX საუკუნის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

სახელითა ღ(მრ)თისაჲ-
[თ]აჲ მე ივანე ლომსია-
ნისძემ(ა)ნ დავ(უ)წერე მიჯაჲს-
ა ე[კ]ლე(სია)სა [და] <დ>(ა)ვ[დევ] მიჯ(ა)ჲ
5მ(ი)ქ(აე)[ლ ა] [ვ]

დიპლომატიური

ႱႠႾႤႪႨႧႠ ႶႧႨႱႠჂ
[.]ႠჂ ႫႤ ႨႥႠႬႤ ႪႭႫႱႨႠ
ႬႨႱႻႤႫႬ ႣႠႥႼႤႰႤ ႫႨႿႠჂႱ
Ⴀ Ⴄ[.]ႪႤႱႠ [..] Ⴅ[...] ႫႨႿჂ
5ႫႵ[. .] [.]

კომენტარი:

შესრულებული იყო სოფ. მიჯას (ჯავახი) ეკლესიაზე. მოგვიანებით სოფ. მიჯადან მოსახლეობა გადასახლებულა სოფ. განთიადში, სადაც წაუღიათ მიჯას ეკლესიის ეს და სხვა წარწერიანი ქვები და მე-19 საუკუნის ეკლესიის იატაკში ჩაუშენებიათ. დღეს მიჯას წარწერიანი ქვები განთიადის ეკლესიის იატაკიდან ამოლაგებულია და ეკლესიის ეზოში ღია ცის ქვეშ აწყვია. დაზიანება: წარწერიანი ქვა ბოლო რამდენიმე წელია ღია ცის ქვეშ დევს, რის გამოც, გამოქარვისა და გადარეცხვის შედეგად, ისედაც დაზიანებული წარწერა კიდევ უფრო რთულად იკითხება, განსაკუთრებით IV და V სტრიქონები. წარწერის დათარიღებს საფუძველი: 1) შინაარსი - ივანე ლომსიანისძის მოხსენიება. დ. ბერძენიშვილის თვალსაზრისით, ის უნდა იყოს ბაგრატ IV-ის თანამედროვე აზნაურ ლომსიანნის შთამომავალი; შესაძლოა XI საუკუნის 40-იან წლებში მეფისადმი ერთგულების სანაცვლოდ მიიღეს მათ მამულები ქვემო ქართლში და იქ თავიანთი გლეხები ჩაასახლეს ჯავახეთიდან. ამიტომ უწოდებდნენ მიჯას ჯავახს; 2) პალეოგრაფიული ნიშნები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ დათარიღებას. განსხვავებული წაკითხვა: დ. ბერძენიშვილი I სტრიქონზე კითხულობს: ღმრთისაჲთა, IV-ზე - ეკლესიასა მ ვირე, V-ზე - მიჯა ჰლხს; გ. ოთხმეზური 2016 წლის გამოცემაში II-III სტრიქონებზე კითხულობს ლომსიანიძისძემან, V-ზე - მიქაელისა აღაპად გიორგობისასა დღჱ (დავდევ)

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 133-134, თბილისი, 2018

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 29, თბილისი, 2016

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 147 თბილისი, 2014