მასალა: პერანგის ქვა
ზომა:
წარწერიანი ზედაპირი: შესრულებული იყო ეკლესიის პერანგის ქვაზე. 6 სტრიქონად. w 43 x h 41 cm
ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა, ქარაგმად გამოყენებულია სწორი მოგრძო ხაზი, განკვეთილობის ნიშანი არ ახლავს. 3-5
დათარიღება: XI-XII AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: მიჯას (ჯავახის) ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: განთიადის XIX საუკუნის ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
მოგვიანებით სოფ. მიჯადან მოსახლეობა გადასახლებულა სოფ. განთიადში, სადაც წაუღიათ მიჯას ეკლესიის ეს და სხვა წარწერიანი ქვები და მე-19 საუკუნის ეკლესიის იატაკში ჩაუშენებიათ. დღეს მიჯას წარწერიანი ქვები განთიადის ეკლესიის იატაკიდან ამოლაგებულია და ეკლესიის ეზოში, ღია ცის ქვეშ აწყვია. დაზიანება: წარწერიანი ქვა ბოლო რამდენიმე წელია ღია ცის ქვეშ დევს, რის გამოც გამოქარვისა და გადარეცხვის შედეგად, ისედაც დაზიანებული წარწერა კიდევ უფრო რთულად იკითხება. თავნაკლული. აკლია შუაშიც. წარწერის დათარიღების საფუძველი: პალეოგრაფიულად თანადროული უნდა იყოს ივანე ლომსიანიძის წარწერისა
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 137-138, თბილისი, 2018