ECG241. საამშენებლო წარწერა ხიჭაჭ ერისთავთ-ერისთავისა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა:

წარწერიანი ზედაპირი: შესრულებული იყო ეკლესიის, სავარაუდოდ, სამხრ. ფასადის სარკმლის ორნამენტიან ქვაზე. 8 სტრიქონად. cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული ასომთავრული წარწერა. გამოყენებულია ნუსხური გრაფემებიც. წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლდა. ქარაგმის ნიშნად გამოყენებული იყო განივი, მოკლე, სწორი ხაზი.

დათარიღება: XII AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ორომშენი (ძვ. ჯანდიდის) ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა:

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

ად(იდე)ნ ღ-
(მერთ)მ(ა)ნ ხ(იჭა)ჭ ე(რისთავთ)-
ერ(ისთა)ვი ა-
ღ(ე)შ(ე)ნ(ა) წ(მიდა)ჲ
5ეკ(ლესია)ჲ ს(ა)დ-
(იდე)ბ(ელა)დ და
ს(ა)ლ(ო)ცვ(ე)-
ლ(ა)დ მ[ათთა და მშობელთა მათთათჳს ა(მე)ნ]

დიპლომატიური

ႠႣႬ Ⴖ
ႫႬ ႾႽ Ⴄ
ႤႰႥႨ Ⴀ
ႶႸႬ ႼჂ
5ႤႩჂ ႱႣ
ႡႣ ႣႠ
ႱႪႺႥ
ႪႣ Ⴋ[.... ....................]

კომენტარი:

წარწერას მიაკვლია დ. ბერძენიშვილმა. მისი ინფორმაციით წარწერიანი ქვა ადგილობრივი მოსახლის ყორეში იყო ჩატანებული, თუმცა ამჟამად მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. გ. ოთხმეზურის ექსპედიციამ წარწერა ვერ ნახა (შესაძლებელია ადღილობრივმა მოსახლეობამ არ აჩვენა). სარგებლობენ დ. ბერძენიშვილის გამოცემით. დაზიანება: წარწერის დასასრული დაღუპულია. ეპიგრაფიკული ძეგლებისთვის დამახასიათებელი ტრაფარეტული დაბოლოვების გათვალისწინებით შესაძლებელია ვივარაუდოთ შემდეგი სახის აღდგენა: ...სადიდებლად და სალოცველად მ[ათთა და მშობელთა (ან მომავალთა) მათთათჳს, ა(მე)ნ]. წარწერის დათარიღების საფუძველი: შინაარსი: ხიჭაჭ შარას-ძის ტიტული, ერისთავთ-ერისთავი. სავარაუდოა, რომ ის მხარის გამგებელი გამხდარიყო ბაღვაშთა დამხობის (1103 წ.) შემდეგ. წარწერის პალეოგრაფიული ნიშნები არ ეწინააღმდეგება ასეთ დათარიღებას

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 138-139, თბილისი, 2018

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 31, თბილისი, 2016

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 145-146 თბილისი, 2014