მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: სტელა
ზომა: w 79 x h 29
დეკორი: სტელას თავი პირამიდასებური ფორმით სრულდება. იქვეა ამოჭრილი ღარი ჯვრის ჩასასმელად. სტელის მეორე წახნაგზე ამოჭრილია წნული მოტივი, მესამეზე - სტილიზებული, მეოთხე წახნაგი სადაა.
წარწერიანი ზედაპირი: დმ-12. ოთხწახნაგოვანი სტელის ზედა ფრაგმენტი ინახებოდა დმანისის სიონში. სტელის ერთ-ერთ წახნაგზე ამოკვეთილია 9 სტრიქონიანი წარწერა, რომელიც სრულად ავსებს წახნაგის ზედაპირს. w 70 x h 28 cm
ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული, ქარაგმის ნიშანი: სწორი, მოკლე, განივი ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყველა სიტყვას შორის. 2,5-6
დათარიღება: XII AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დმანისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: დმანისის სიონი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
წარწერას მიაკვლია ვ. ჯაფარიძემ. დაზიანება: ქვის ზედაპირი გამოქარვული და გადარეცხილია, რის გამოც გრაფემების სიღრმე შემცირებულია. შემორჩენილია სვეტის ზედა ნაწილი, ეპიგრაფიკული ძეგლებისათვის დამახასიათებელი ტრაფარეტული ფორმულით. სვეტის ქვედა, ძირითადი შენაარსის შემცველი ნაწილი, სადაც ჯვრის აღმმართველი იქნებოდა მოხსენიებული დაკარგულია. წარწერის დათარიღების საფუძველი: შემორჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ჯვრის აღმართვის ინიციატორი უზენაესი ხელისუფალი (მეფე ან ადგილობრივი ერისთავი) უნდა ყოფილიყო, რაც დმანისის თურქ-სელჩუკთაგან განთავისუფლების შემდეგ არის სავარაუდებელი. პალეოგრაფიული ნიშნები არ ეწინააღმდეგება ასეთ დათარიღებას. ვ. ჯაფარიძე VIII სტრიქონზე კითხულობს: „ადიენ“
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 140-141, თბილისი, 2018
ჯაფარიძე, 1982 ვ. ჯაფარიძე, ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან (დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით), 46 თბილისი, მეცნიერება, 1982