ECG245. შიოს და მისი ძმების საამშენებლო წარწერა

მასალა: პერანგის ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა: w 59 x h 34

დეკორი: წარწერას გარშემო შემოუყვება ჩაღრმავებული კანტი, რომელიც მართკუთხა ფორმისაა და ერთიანობაში წარწერას გარკვეულ ჩარჩოში აქცევს.

წარწერიანი ზედაპირი: შესრულებულია ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის ზედა, ცენტრალურ ნაწილში, სახურავის კეხის ქვემოთ, პერანგის ქვაზე. 6 სტრიქონად. cm

ასოთა მოხაზულობა: ამოღარული კიდურწაისრული ასომთავრული. გამოყენებულია ნუსხური გრაფემებიც. ქარაგმის ნიშანი - კიდურწერტილოვანი, ზოგჯერ კლაკნილი, ზოგჯერ კი სწორი, განივი ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი თითქმის ყველა სიტყვას შორის.

დათარიღება: XII-XIII AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ჭოჭიანის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ჭოჭიანის ეკლესია

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

თ(ამა)რ ღ(მრთ)ისა სწ(ო)რ(ი)ს სამ(ლო)ცვ(ე)ლ(ო)ი
წ ქ(რისტ)ე შ(ეუნდვ)ენ შ(იო)სა
და ძამნ[ი მ](ი)სნი
პ(ეტრ)ე და სჳ(მო)ნი რ(ომელ)თა ა-
5ღ(ა)შ(ე)ნ(ე)ს ეკ(ლე)ს(ია) ესე პ(ეტრე)ს შ(ეუნდვე)ნ
ღ(მერთმა)ნ

დიპლომატიური

ႧႰ ႶႨႱႠ ႱႼႰႱ ႱႠႫႺႥႪႨ
წ ႵႤ ႸႤႬ ႸႱႠ
ႣႠ ႻႠႫႬ[. .]ႱႬႨ
ႮႤ ႣႠ ႱჃႬႨ ႰႧႠ Ⴀ
5ႶႸႬႱ ႤႩႱ ႤႱႤ ႮႱ ႸႬ
ႶႬ

კომენტარი:

პალეოგრაფიული თავისებურება: III სტრ-ში გაპარულია შეცდომა - სიტყვა „ძმანი“-ს მაგივრად ამოკვეთილია „ძამნი“. წარწერის ფართობისა და გრაფემების სიმაღლის აზომვა ვერ ხერხდება. წარწერას გარშემო შემოუყვება ჩაღრმავებული კანტი, რომელიც მართკუთხა ფორმისაა და ერთიანობაში წარწერას გარკვეულ ჩარჩოში აქცევს. ე. თაყაიშვილის წაკითხვით ტექსტი მთავრდება შიოს ერთ-ერთი ძმის, პეტრეს მოსახსენებელი წარწერით. შესაძლებელია „პს“ გაიხსნას როგორც „პ(ატრონ)ს და ტექსტის დასასრულს „პატრონის“ - თამარ მეფის მოსახსენებელი წარწერა ვივარაუდოთ. დაზიანება: ქვის ზედაპირი დაფარულია მომწვანო-მოყვითალო ფერის საკმაოდ მყარი ხავსის მსგავსი მცენერით, რის გამოც ტექსტის რამდენიმე გრაფა, განსაკუთრებით შუა ნაწილი არ იკითხება. წარწერის დათარირების საფუძველი: წარწერა საამშენებლო ხასიათისაა და იხსენიებს თამარ მეფეს. შესაბამისად მისი თარიღი თამარის მეფობის პერიოდით უნდა განისაზღვროს

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 146-147, თბილისი, 2018

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 36, თბილისი, 2016

თაყაიშვილი, 1913 Е. Такайсшвили, Археологические екскурсии разыскания и заметки, IV 89, Тб. 1913თაყაიშვილი, 1913