მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: ინტერიერი, კარიბჭის თავი
ზომა:
წარწერიანი ზედაპირი: ეკლესიის ინტერიერში, კარიბჭის თავზე შემორჩენილი იყო ღვთისმშობლის შესანიშნავი გამოსახულება (ფრესკა), რომლის მარჯვნივ გამოსახული იყო მიქაელ მთავარანგელოზი, ხოლო მარცხნივ - გაბრიელ მთავარანგელოზი. აღნიშნულ ფრესკას ახლდა მთავარანგელოზთა სახელების განმერტებითი წარწერები. cm
ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული წარწერა
დათარიღება: XII-XIII AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დმანისი, ქციის ხეობა, ლიპარიტის უბნის მონასტერი
ბოლო აღწერილი მდებარეობა:
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
ექ. თაყაიშვილის მიხედვით,წარწერა შესრულებული იყო ქციის ხეობაში ე. წ. ლიპარიტის უბნის მონასტრის („ლამაზ-საყდარი“) მთავარი ეკლესიის ინტერიერში. იგი არ აკონკრეტებს თუ რომელი კარიბჭის თავზე მდებარეობდა აღნიშნული ფრესკა, თუმცა, საქმე უნდა გვქონდეს კვლავ სამხრეთ კარიბჭესთან. ასევე სამხრეთ ფასადზე, კარიბჭის მარჯვნივ მდებარეობდა მზის საათი მთავრული წარწერებით. დღესდღეობით, მთავარი ტაძრის სწორედ ჩამონგრეულ სამხრეთ მხარეს, ფერდობზე, აგდია მოზრდილი თაღის ფრაგმენტი, რომლის შიდა ნაწილზეც შემორჩენილია მთავარანგელოზის გამოსახულება. ექ. თაყაიშვილის მიერ ნახსენები განმარტებითი წარწერა ფრესკის ამ ფრაგმენტზე აღარ იკითხება, თუმცა, გამოსახულებაზე ჩანს, რომ მავედრებელ პოზაში მდგარი მთავარანგელოზი მარჯვნივ იყურება და ხელებიც მარჯვნივ აქვს მიმართული. ამგვარად, აღნიშნული ფიგურა უნდა წარმოადგენდეს გაბრიელ მთავარანგელოზს, რომელიც ექ. თაყაიშვილის მიხედვით, ღმრთისმშობლის მარცხნივ იყო გამოსახული. როგორც ჩანს, ღმრთისმშობლის ფრესკა მდებარეობდა ინტერიერში, სამხრეთ კარიბჭის თავზე. იგი მოქცეული უნდა ყოფილიყო სამხრეთ კედელზე არსებული თაღის ცენტრში, რომლის მარჯვენა და მარცხენა სიბრტყეებზე გამოსახული იყვნენ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები და საერთო ჯამში ღმრთისმშობლის ვედრების სცენას ქმნიდნენ. გარდა ამისა, ექ. ტაყაიშვილის მიხედვით, სამხრეთ ფასადზე, კარიბჭის მარჯვნივ მდებარეობდა მზის საათი მთავრული წარწერებით (სავარაუდოდ, როგორც ჩვეულებრივ იყო მიღებული, ამ შემთხვევაშიც ნახევარწრიული ფორმის საათის დროის მანიშნებელი ყოველი განყოფილების წინ რიცხვების აღმნიშვნელი გრაფემებით: ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, ია, იბ (ასოები ასომთავრულად წერია). დღესდღეობით აღნიშნული ფრესკის სხვა ნაწილები, მათზე შესრულებული განმარტებითი წარწერები და წარწერიანი მზის საათი მიგნებული არ არის. ფრესკული წარწერების პუბლიკაციისას ვსარგებლობთ ექ. თაყაიშვილის ნაშრომით. წარწერის დათარიღების საფუძველი: ამ ტაძარზე მდებარე თევდორეს საამშენებლო წარწერის თავზე უნდა ყოფილიყო გამოსახული ღმრთისმშობელი და მთავარანგელოზები, სავარაუდოდ მასში მოხსენიებული თამარ მეფისა და დავით სოსლანის ზეობით უნდა თარიღდებოდეს. შესაბამისად, აღნიშნული ბარელიეფები და განმარტებითი წარწერებიც ეკლესიის აგების პერიოდით უნდა განისაზღვროს
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 152-153, თბილისი, 2018
თაყაიშვილი, 1913 Е. Такайсшвили, Археологические екскурсии разыскания и заметки, IV 110, Тб. 1913თაყაიშვილი, 1913