ECG252. ვარძაგარას საზღვრის მანიშნებელი წარწერა და იოვანეს მოსახსენებელი

მასალა: ოთხკუთხა ცალპირმოსწორებული ქვა

ობიექტის ტიპი: ფასადი

ზომა:

დეკორი: გამოსახულია ორსაფეხურიან კვარცხლბეკზე მდგარი რელიეფური ჯვარი.

წარწერიანი ზედაპირი: ეკლესიის დას. ფასადის ოთხკუთხა ცალპირმოსწორებულ ქვაზე ამოკვეთილი იყო ორი წარწერა. ორსაფეხურიან კვარცხლბეკზე მდგარი ჯვრის რელიეფური გამოსახულების გარშემოა ამოკვეთილი პირველი 4 სტრიქონიანი წარწერა. ჯვრის გამოსახულება და წარწერა თაღოვან ჩარჩოშია ჩასმული. წინა წარწერის ქვემოთ, იმავე ქვაზე, ჯვრის ქვედა მარცხენა კუთხესთან, მსგავსი ხელით ამოღარულია 2 სტრიქონიანი წარწერა. w 31.6-17 x h 30-15 cm

ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული წარწერები. პირველ წარწერაში განკვეთილობის ნიშანია: ორწერტილი. ნახმარია მხოლოდ ერთხელ (III სტრ.). ქარაგმის ნიშანი: კიდურწერტილოვანი, ზოგჯერ კლაკნილი, ზოგჯერ კი სწორი, მოკლე განივი ხაზი. მეორე წარწერას განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს. ქარაგმის ნიშანი: განივი, მოკლე, სწორი ხაზი. 3,5-5,6

დათარიღება: XII-XIII AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ჰამამლუ (ძვ. ვარძაგარა), ზღუდის წმ. გრიგოლის ეკლესია

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სემ (სსმ) - 737

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

1
წ(მიდა)ჲ გრ(ი)გ(ო)ლ
ზღ(უდი)ს(ა)ჲ მცვ(ე)ლი
ვ(ა)რძ(ა)გარ(ი)სთა
მზღვრ(ი)სა
2
ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე
ი(ოვან)ე

დიპლომატიური

1
ႼჂ ႢႰႢႪ
ႦႶႱჂ ႫႺႥႪႨ
ႥႰႻႢႠႰႱႧႠ
ႫႦႶႥႰႱႠ
2
ႵႤ ႸႤ
ႨႤ

კომენტარი:

სოფ. ჰამამლუდან 1 კმ-ზე, აღმ-სკენ, მდ. ყარა-სუს მარჯვენა ნაპირზე, ძველი ნასახლარის განაპირას იდგა გალავნით შემოზღუდული მცირე ერთნავიანი ეკლესია, რომელზეც გამოსახული იყო 4 წარწერა. ორ-ორი თითო ქვაზე. ერთ ქვაზე ამოკვეთილი წარწერები ერთი ხელითაა შესრულებული, ხოლო მეორე ქვაზე მათგან და ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავებული ხელით. ეკლესია ადგილობრივმა ბოროტმოქმედებმა დაანგრიეს 1964 წ-ს. წარწერიანი ქვები ვ. ჯაფარიძემ ჩამოიტანა თბილისში. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: 1) ლ. მუსხელიშველი 1190/1191 წწ-ის ახლო პერიოდით ათარიღებს, 2) დ. ბერძენიშვილი, ნ. შოშიაშვილი და გ. ოთხმეზური - თამარის მეფობის პერიოდით. წარწერის დათარიღების საფუძველი: 1) შინაარსი - თამარის სადიდებელ წარწერაში კახა ერისთავის მოხსენიება მიუთითებს, რომ წარწერა შესრულებულია გამრეკელ თორელის გარდაცვალების (1191 წ.) შემდგომ, კახას საგვარეულოს უფროსობის პერიოდში, ზედა ზღვარი - თამარის ზეობის დასასრული; 2) პალეოგრაფიული ნიშნები არ ეწინააღმდეგება ჰამამლუს სხვა წარწერების ამავე დროით დათარიღებას. დაზიანება: ქვის ზედაპირი მცირედ გადარეცხილია, თუმცა ტექსტის ამოკითხვა მაინც კარგად ხერხდება. პირველი წარწერის მეორე სტრიქონზე ლ. მუსხელიშვილი კითხულობს: ზღჳსა მცველი, მესამეზე - ურჩთა. გიორგი ოთხმეზური სხვა გამოცემებში მეორე სტრიქონზე კითხულობს: ზ(ღვრი) ს(ა)ჲ, მესამეზე - ვრძ (ვარძიის?) {ა}გ(ა)რ(ა)[კ]თა

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 153-157, თბილისი, 2018

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 34, თბილისი, 2016

ბერძენიშვილი, 2014 დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, 155 თბილისი, 2014

მეფისაშვილი, 1971 რ. მეფისაშვილი, კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ, თბილისი, ძეგლის მეგობარი, 1971 17-31

მუსხელიშვილი, 1940 ლ. მუსხელიშვილი, თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII საუკუნის წარწერებთან დაკავშირებით, თბილისი 1940 55-57

ოთხმეზური, 1981 გიორგი ოთხმეზური, XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლიპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო, საქართველოს ისტორიის წყაროები, VI, თბილისი, მეცნიერება, 1981, 90