ECG257. დაწერილი დმანელი მამათმთავრისა

მასალა: ქვა

ობიექტის ტიპი: მოცისფრო-მომწვანო პერანგის ფილა

ზომა:

წარწერიანი ზედაპირი: ტაძრის დას. კარიბჭის დას. ფასადის თაღის მარცხენა მხარეს, მოცისფრო-მომწვანო ფერის პერანგის ფილაზე ამოკვეთილია 13 სტრიქონიანი წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა: ასომთავრული. ქარაგმის ნიშანი: კიდურწერტილოვანი, კლაკნილი, განივი, მოკლე ხაზი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი, თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ. გვხვდება რამდენიმე ლიგატურა. ქარაგმის ნიშანსა და გრაფემებზე შეიმჩნევა ოდნავი კიდურწერტილოვნება.

დათარიღება: XIII AD

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: დმანისის კათედრალური ტაძარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა: დმანისის კათედრალური ტაძარი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით

კრიტიკული

✝ სახ[ე]<ლ>ითა ღ(მრ)თის(ა)ით[ა და] <მ>ეო<ხ>(ე)ბ(ი)<თ>[ა]
<ყ>(ოვლა)დ წ(მიდა)ჲსაჲ ღ(მრთი)სმშობ[ელ(ი)ს(აჲ)]თ<ა> [ესე დ](ა)წ(ე)<რ>ჲ-
ლი [და ნ]ჲშ(ა)ნჲ <მ>[ე] <დ>მ(ა)ნჲსის[ა] მ(ა)მ(ა)[დმთ(ა)ვ(ა)რმ(ა)ნ თ(ევ)დ(ო)სი დ(ა)ვწ(ე)რე]
ეკლეს(ი)ჲსა კა<რი>ს<ბ>ჭე[სა შ(ი)ნა ჩე]<მ>სა შემოსუ[ლ](ა)სა <უ>ს(ა)მ(ა)[რთლო]
5<სა>მ(ა)რთ(ა)ლჲ იქ(მ)ნ(ე)ბოდა უმეყვსოთ(ა) [და უქონოთა ქ]<ა>ლყმ(ა)თ[ა და] <მ>ამა<დ>[(ე)დ(ა)თა ქ(ო)რ-]
წ(ი)ნებად არ მო(უ)შუებდ(ე)ს ვი(დ)რე ოქროსა არ <ა>(ი)ღებდეს [ვ]ჲთა დ მ[ართ-]
ალჲ ს(ა)მ(ა)რთალი იყო ეგრე ჩემსა დმ(ა)ნჲსისა <მ>(ა)მ(ათ)მთ(ა)ვრო<ბ>(ა)სა შიგა [არაჲვისა-]
თუჲ<ს> ამ(ი)ღია დავჲთ(ი)ს [დ]<ღ>ეგრძელობაჲ<ს>ა
და ვ(ი)ნ<ცა> <შ>(ე)<მ>დგ(ო)მ(ა)დ ჩემ<სა> ა(ი)ღოს
10წყევ(ა)სა<მ>[ცა] ქუეშე არ<ს> <ვ>ით-
ა ნესტორ
დ(ა) ოროგჲ-
ნე ა(მე)ნ

დიპლომატიური

✝ ႱႠႾ[.]ႨႧႠ ႶႧႨႱႨႧ[. ..] ႤႭႡ[.]
Ⴃ ႼჂႱႠჂ ႶႱႫႸႭႡ[...]Ⴇ [... .]ႼჂ
ႪႨ [.. .]ჂႸႬჂ [.] ႫႬჂႱႨႱ[.] ႫႫ[....... ..... ......]
ႤႩႪႤႱჂႱႠ ႩႠႱႽႤ[.. .... ..]ႱႠ ႸႤႫႭႱႳ[.]ႱႠ ႱႫ[....]
5ႫႰႧႪჂ ႨႵႬႡႭႣႠ ႳႫႤႷႥႱႭႧ [.. ....... .]ႪႷႫႧ[. ..] ႠႫႠ[... ..-]
ႼႬႤႡႠႣ ႠႰ ႫႭႸႳႤႡႣႱ ႥႨႰႤ ႭႵႰႭႱႠ ႠႰ ႶႤႡႣႤႱ [.]ჂႧႠ დ Ⴋ[...-]
ႠႪჂ ႱႫႰႧႠႪႨ ႨႷႭ ႤႢႰႤ ႹႤႫႱႠ ႣႫႬჂႱႨႱႠ ႫႫႧႥႰႭႱႠ ႸႨႢႠ [........-]
ႧႳჂ ႠႫႶႨႠ ႣႠႥჂႧႱ [.]ႤႢႰႻႤႪႭႡႠჂႠ
ႣႠ ႥႬ ႣႢႫႣ ႹႤႫ ႠႶႭႱ
10ႼႷႤႥႱႠ[..] ႵႳႤႸႤ ႠႰ ႨႧ
Ⴀ ႬႤႱႲႭႰ
Ⴃ ႭႰႭႢჂ
ႬႤ ႠႬ

კომენტარი:

პალეოგრაფიული თავისებურება: ძალიან ხშირად ტექსტში ასო ი-ნის მაგივრად გამოყენებულია ჲ; ხანდახან ასო ო-ნი გამოყენებულია უ-ს მნიშვნელობით. წარწერა წითელი ფერის საღებავით ყოფილა გაცხოველებეული. დაზიანება: გადარეცხვისა და გამოქარვის გამო წარწერის დიდი ნაწილი ძალზე დაზიანებული. პირველი 8 სტრიქონი, უფრო კონკრეტულად კი ამ სტრიქონების მეორე ნახევრები, განსაკუთრებით დაზიანებულია. ბევრი გრაფემა საერთოდ აღარ იკითხება. წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: შინაარსი: წარწერაში გიორგი IV ლაშას მოუხსენებლობა და მისი ძის დავითის (შემდგომში მეფე დავით VII) მხოლოდ სახელით („დავითის დღეგრძელობისათუის“), ტიტულის გარეშე მოხსენიება გიორგი IV-ის გარდაცვალებასა (1223 წ.) და დავითის მცირეწლოვანებაზე უნდა მიუთითებდეს. წარწერაში რამდენიმე სიტყვას სხვადასხვა ავტორი განსხვავებულად კითხულობს, ექ. თაყაიშვილი პირველ სტრიქონში კითხულობს: სახელითა: ღთისათ[ა]: და მეოხებითა ყ, მეორეში - ღის მშობლისათა... წისჲ ..., მესამეში - ლი: ღჲშნჲ: დ~ დ დმნჲსისა: მმ....., მეოთხეში - კარის ბჭე..... რსა შემოსულსა.... რმ, მეხუთეში - სმრთლჲ; ღრთლოთ... ღიმთ..., მეექვსეში - ჩნებად არ მოშლებდეს, სრ აშენებდეს თლჲთ, მეშვიდე-მერვეში - მმთვრობში ე... და ვნცა, მეცხრეში - აღუს....; ლ. მუსხელიშვილი პირველ სტრიქონში კითხულობს: სა[ხელ]ითა, მეოთხეში - კარის[ბ]ჭე[სა დაუდე ჩ]ემსა შემოსულასა [შინა], მეხუთეში - უმეყვსოთ[ა] უ[ბრ]ალოთ[ა, მეექვსეში - ვირე, მეექვსე-მეშვიდეში - [დად]ებულჲ სამართალჲ, მეშვიდე-მერვეში - ში[ნა], მერვეში - [დღ]ეგრ[ძელობ[ჲსათჳს], მეცხრეშ - აღჴოცოს; ვ. სილოგავა მესამე სტრიქონში კითხულობს: მ(ა)მ(ა)[თმთ(ა)ვ(ა)რმ(ა)ნ], მეექვსე-მეშვიდეში - [ვი]თ[ა]მ[ართ]ალჲ, მეშვიდე-მერვეში - შინ[ა], მერვეში - [დღ]ეგრძელო[ბ]ჲ[ს]ა[თუ(ი)ს]

ბიბლიოგრაფია:

ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 164-166, თბილისი, 2018

ბაქრაძე, 1954 ლ. მუსხელიშვილი, დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურის ძეგლები, თბილისი, 1938387-389ბაქრაძე, 1954

ოთხმეზური, 2016 გიორგი ოთხმეზური, დმანისის რაიონის ეპიგრაფიკული ძეგელები (წარწერების მიმოხილვა და ისტორიული ექსკურსი), 36, თბილისი, 2016

სილოგავა, 2000 ვალერი სილოგავა, ქვემო ქართლის წარწერები (ზოგადი მიმოხილვა), კრებ. „დმანისი“, II, თბილისი 2000, 246

ვ. ჯაფარიძე, ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან (დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალების მიხედვით), 49 თბილისი, მეცნიერება, 1982 ჯაფარიძე, 1982

ექვთიმე თაყაიშვილი, სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, ჟურნ. კავკასიონი, პარიზი 1929, 102-103თაყაიშვილი, 1929