მასალა: მომწვანო პერანგის ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: w 54 x h 25
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა შესრულებულია ეკლესიის დასასავლეთ კარიბჭის ჩრდილოეთ ფასადზე, ცოკოლიდან მეორე წყობაში, მართკუთხა ფორმის ვერტიკალურ მომწვანო ფერის პერანგის ქვაზე, წითელი საღებავით (სინგური). 2 სტრიქონად. w 22,5 x h 18 cm
ასოთა მოხაზულობა: ლამაზი კიდურწერტილოვანი ასომთავრული. განკვეთილობის ნიშანი არ გვხვდება. ქარაგმის ნიშანი: განივი, სწორი კიდურწერტილოვანი ხაზი. გამოყენებულია ლიგატურა. 5-8
დათარიღება: XIII AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დმანისის სიონი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: დმანისის სიონი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
როგორც გიორგ ოთხმეზური აღნიშნავს წარწერა შესრულებულია XIII საუკუნეში, 1210-1223 წწ-ში ან შემდგომ). დაზიანება: წარწერა გახუნებულია მზისგან, ასევე გამკრთალებულია გამოქარვისა და გადარეცხვისაგან, თუმცა, ტექსტი გარკვევით იკითხება. წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: 1. პალეოგრაფიული ნიშნები - კიდურწერტილოვნება; ა-ნი - ქუდმოხდილი; ბ-ანი - კლაკნილი ფეხი; მ-ანი მარცხნივ ოდნავ აწეული ზედა განივი ხაზი; ხ-ანი - მარჯვნივ დახრილი ქვედა განივი ხაზი. ასეთი პალეოგრაფია დამახასიათებელია XI-XIII სს-ის ფრესკული დამწერლობის ძეგლებისათვის. 2) წარწერა შესრულებულია დმანისის სიონის ლაშა-გიორგის ზეობაში მიშენებულ კარიბჭის ორგანულ პერანგის ქვაზე, ამგვარად, წარწერის შესრულების თუ არა, ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი მაინც, სწორედ ლაშა გიორგის მეფობის წლები - 1210-1223 წწ. უნდა იყოს
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 166-167, თბილისი, 2018