მასალა: მწვანე პერანგის ქვა
ობიექტის ტიპი: ფასადი
ზომა: w 70 x h 49
წარწერიანი ზედაპირი: წარწერა შესრულებულია ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორადი გამოყენების მართკუთხა ფორმის ვერტიკალურ მწვანე ფერის პერანგის ქვაზე, ცოკოლიდან პირველ წყებაში, წითელი საღებავით. 1 სტრიქონად. w 30 x h 35 cm
ასოთა მოხაზულობა: შესრულებულია ლამაზი ასომთავრულით. განკვეთილობის ნიშანი: ხუთწერტილი. წარწერას ახასიათებს რამდენიმე სახის ლიგატურა. გამოყენებულია შეწიაღება. 5-35
დათარიღება: XIII AD
სადაურობა: არ არის მითითებული
თავდაპირველი მდებარეობა: დმანისის ციხის წმ. მარინეს ეკლესია
ბოლო აღწერილი მდებარეობა: დმანისის ციხის წმ. მარინეს ეკლესია
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: გიორგი ოთხმეზური
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით
კომენტარი:
წარწერა ავლენს პალეოგრაფიულ მსგავსებას დმანისის სიონის დას. კარიბჭის ჩრდ. ფასადზე არსებულ მეორე, ასევე საღებავით შესრულებულ წარწერასთან. არ არის გამორიცხული ორივე წარწერა ერთი ოსტატის მიერ იყოს შექმნილი. აღსანიშნავის, რომ წმ. მარინეს ტაძარზე, სამხრეთ კარიბჭის თავზე შესრულებულ 1702 წ-ის წარწერაში აღნიშნულია, რომ ბატონიშვილი მარიამის გამდელმა ისახარმა განაახლა წმ. მარინეს დაქცეული ტაძარი. როდის იყო აშენებული და როდის დაინგრა 1702 წ-მდე წმ. მარინეს ტაძარი უცნობია, თუმცა, აღნიშნულ წარწერაში წმ. მარინეს მოხსენიება გვაფიქრებინებს, რომ წარწერიანი ქვა მეორადი გამოყენებისაა, და თავდაპირველად იგი სწორედ წმ. მარინეს ეკლესიის კორპუსში იყო გამოყენებული მის დანგრევამდე. ლოგიკურად, დმანისის წმ. მარინეს ძველი ტაძარი და XIII ს-ში უკვე არსებობდა. დაზიანება: ქვის ზედაპირი გახუნებულია მზისგან და გადარეცხილია წვიმით, რის გამოც წარწერის ამოკითხვა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. დათარიღების საფუძვლები: პალეოგრაფიული ნიშნებითა და წინა წარწერასთან მსგავსების გამო თანადროული უნდა იყოს „საღებავით შესრულებული წარწერის ფრაგმენტისა“
ბიბლიოგრაფია:
ოთხმეზური, 2018 გიორგი ოთხმეზური, დმანისი, ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, I, 167-168, თბილისი, 2018