ECG270. ოქროს ბეჭედი ამეთვისტოთი

მასალა: ამეთვისტო

ობიექტის ტიპი: ბეჭედი

დეკორი:

ბეჭდის თვალზე გამოსახულია ქალის ფიგურა (ქალღმერთი ჰიგია?)

წარწერიანი ზედაპირი: ოქროს ბეჭედზე დამაგრებულია ამეთვისტოს თვალი. ცენტრში მთელი სიმაღლით, სახით პროფილში, გამოსახულია ქალის ფიგურა, რომელსაც გასწვრივ ორივე მხარეს თითო სტრიქონად აქვს ბერძნული წარწერა. w 1,7 x h 1,2 mm

ასოთა მოხაზულობა: წარწერა ნეგატიურად, წვრილი და მკაფიო ასოებით არის გამოყვანილი. ასოების ბოლოებზე ჩაღრმავებული წერტილებია. Θ და Ε მრგვალია, დანარჩენი ასოები - კუთხოვანი. α-ს (4-სავე შემთხვევაში) დამრეცი შუა ხაზი აქვს. μ-ს სწორხაზოვანი,ქვემოთ ოდნავ გაშლილი ფეხები.

დათარიღება: I-III AD (lettering)

სადაურობა: მცხეთა ნივთი აღმოჩენილია მცხეთაში, სამთავროს სამაროვანზე ქალის მდიდრულ, III ს-ით დათარიღებულ სამარხში.

თავდაპირველი მდებარეობა: მცხეთა

ბოლო აღწერილი მდებარეობა:

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Ἄθηκα μὰ
Ὑγείαν

დიპლომატიური

ΑΘΗΚΑΜΑ
ΥΓΕΙΑΝ

თარგმანი: (ka)

ათეკა გეფიცები ჰიგიას.

კომენტარი:

ბეჭდის პატრონი ათეკა (?) ევედრება ჰიგიას (ჯანმრთელობის ქალღმერთს, ასკლეპიოსის ასულს) - ე.ი. სთხოვს მფარველობას, ჯანმრთელობას. "ათეკა" საცნობარო ლიტერატურის მიხედვით დადასტურებული სახელი არაა. წაკითხვის მეორე ვარიანტი: ბეჭდის პატრონი (მისი სახელი არ გვაქვს) ამ თვალს (ἄθηκα, τά შესაძლოა აღნიშნავდეს მარჯანს, თვალი სინამდვილეში ამეთვისტოა) ავედრებს ჰიგიას, ე.ი. ამ თვალზე ეფიცება ჰიგიას, შესთხოვს ჯანმრთელობას.

ასოთა მოხაზულობის მიხედვით (წერტილებით მკაფიოდ აღნიშნული კუთხეები, α-ს დამრეცი შუა ხაზი, სწორი, გაშლილი ფეხებით, მრგვალი Θ და Ε) წარწერა I საუკუნეებით თარიღდება. საამარხი მთლიანად III ს-სად ითვლება, ისე რომ ეს თარიღები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან. ფიცის ასეთი ფორმულა დამახასიათებელია ძველი, საშუალო და ახალი ბერძნულისათვის.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 262

ფოტო

   Fig. 1. ოქროს ბეჭედი სამთავროს სამაროვნიდან