ECG274. რკინის ბეჭედი

მასალა: რკინა

ობიექტის ტიპი: ბეჭედი

დეკორი:

სარდიონის გემაზე გამოსახულია მწყემსი თხასთან ერთად.

წარწერიანი ზედაპირი: რკინის ბეჭედზე დამაგრებულია სარდიონის გემა, რომლის ზემოთა ნაწილში, თავისუფალ ადგილას არის 3 სტრიქონად ბერძნული პოზიტიური წარწერა. w 1,5 x h 2 cm

ასოთა მოხაზულობა:

დათარიღება: I-III AD (lettering)

სადაურობა: ჟინვალი ნივთი აღმოჩენილია ჟინვალში არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ.

თავდაპირველი მდებარეობა: ჟინვალი

ბოლო აღწერილი მდებარეობა:

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Βακούρ, ἀ-
μ-
νά(scil. ς)

დიპლომატიური

ΒΑΚΟΥΡΑ
Μ
ΝΑ(scil. Σ)

თარგმანი: (ka)

ბაკური, კრავი

კომენტარი:

ასოთა მოხაზულობის მიხედვით (ასოების კუთხეები ჩაღრმავებული, უფეხო υ, μ - ფართოდ გაშლილი ფეხებით) წარწერა I საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. მარგ. ლორთქიფანიძის აზრით ნივთი II-III სს-ისაა.

გემაზე გამოსახულია "ბაკური" (ეს ირანული სახელი საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში) და მასთან ერთად მისი "კრავი" (რაც აღნიშნულია კიდევაც; მაგრამ გამოსახულებაში ცხოველი უფრო "თხას" ჰგავს). მარგ. ლორთქიფანიძის აზრით თვით ნივთი ადგილობრივი ნახელავია.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 263-264

ფოტო

   Fig. 1. რკინის ბეჭედი ჟინვალიდან, 1974