მასალა: თეთრი ქვა
ობიექტის ტიპი: ფილა
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: ფილის ფრაგმენტზე ამჟამად ჩანს ბერძნული ასომთავრული წარწერის ერთი სტრიქონის ასოები თითქმის მთლიანად, ხოლო მეორე სტრიქონის ასოების მხოლოდ ზედა ნაწილი. w 2,5 x h 4,2 cm
ასოთა მოხაზულობა:
არის ერთი ლიგატურა ΠΕ. ასოების კუთხეები ჩაღრმავებულია. ასოები ღრმადაა ჩაჭრილი.
1,3-2,5დათარიღება: II-III AD (lettering)
სადაურობა: ბიჭვინთა
თავდაპირველი მდებარეობა: ბიჭვინთა
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ბიჭვინთის მუზეუმი N 02-4027
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
გამარჯვებისათვის (ან ნიკოლოზისთვის)
კომენტარი:
ღრმად ჩაჭრილი და კუთხეებში ჩაჭდეული ასოებისა და ლიგატურის მიხედვით, წარწერა შეიძლება მომდევნო საუკუნეებისაცაა. წარწერაზე შემორჩენილი ΝΙΚ სავარაუდოდ შეიძლება აღდგეს როგორც სახელი "ნიკოლოზი". უამრავი ბერძნული საკუთარი სახელია Νικ-სიტყვით დაწყებული. წარწერის ფოტო (ეპიგრაფიკული კომენტარების გარეშე) მოთავსებულია ტაბულებში, რაც ერთვის "დიდი პიტიუნტს", II, 1977 (ტაბ. № 575).
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 63