მასალა: თიხა
ობიექტის ტიპი: ამფორა
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: cm
ასოთა მოხაზულობა:
დათარიღება: IV-III BC (lettering)
სადაურობა: გვანდრა
თავდაპირველი მდებარეობა: გვანდრა
ბოლო აღწერილი მდებარეობა:
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: დევიდ ბრაუნდი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
დიოსკურია
კომენტარი:
გვანდრაში აღმოჩენილი სამეთუნეო ქურის ნაშთები შეიცავდა ამფორებს, რომლებიც ძვ.წ. IV-III საუკუნეების სინოპური ტიპის მიხედვით იყო დამზადებული; ცხრა ეგზემპლარის ყურებზე დასმული იყო დამღა ΔΙΟΣΚΟΥ სარკისებურად გამოსახული ასოებით. ამ კონტექსტში ასოები შეიძლება მხოლოდ ქალაქ დიოსკურიის ან დიოსკურიელების აღმნიშვნელი სახელის შემოკლება იყოს: ქალაქი, ალბათ, ამ ამფორების წარმოებაში იყო ჩაბმული. ყოველ შემთხვევაში, ეშერა რომ ძვ.წ. III საუკუნისათვის დიოსკურიის ფარგლებში შედიოდა, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს. გარდა ამისა, ეს დამღები იმისი მაჩვენებელია, რომ ეშერა-დიოსკურიას გაცვლითი სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთან, რაზეც მიუთითებს სამი ასეთი დამღიანი ნიმუში პანტიკაპეონიდან და კიდევ ორი - ნიმფეონიდან.
ბიბლიოგრაფია:
ბრაუნდი, 2014 დევიდ ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში: კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550-ახ.წ. 562 წლები, 206