ECG303. ინტალიო

ობიექტის ტიპი: ბეჭედი - საბეჭდავი

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: cm

ასოთა მოხაზულობა:

დათარიღება: III AD (lettering)

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ჟინვალი

ამჟამინდელი მდებარეობა: არ არის მითითებული

ბოლო აღწერილი მდებარეობა:

ტექსტის კატეგორია მემორიალური

რედაქტორი/გამომცემელი: დევიდ ბრაუნდი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Βακυραλανα

დიპლომატიური

ΒΑΚΥΡΑΛΑΝΑ

apparatus

თარგმანი: (Georgian)

ბაკურალანა

კომენტარი:

ინტალიო დაკავშირებული უნდა იყოს იბერიის სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელ ბაკურთან. საეკლესიო ისტორიკოს რუფინუსთან შეხვედრამდე, ბაკური რამდენიმე წლის განმავლობაში რომის სამხედრო სამსახურში იდგა. ამიანე იბერიელ ბაკურს ახ.წ. 378 წლის ადრიანოპოლის ბრძოლაში მოიხსენიებს. აქ იგი გვევლინება, როგორც რომაული არმიის მგზნებარე tribunus sagittariorum. მიღებულია, და ალბათ მართებულადაც, მისი გაიგივება რუფინუსის ბაკურთან, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იბერიელ დიდგვაროვანთა წრეში ბაკური იშვიათ სახელს არ წარმოადგენს: ეს სახელი არაერთგზის გვხვდება მეფეთა სიებში. რუფინუსისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი ახ.წ. 378-94 წლებში იყო dux Palaestinae და ამ ხნის განმავლობაში ისტორიკოსთან მას გულითადი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ახ.წ. 402-3 წლისთვის იგი იყო comes domesticorum. სიმამაცით გამოიჩინა თავი ფრიგიდუსთან ბრძოლაში 394 წელს. ამის შემდეგ იგი, შესაძლოა, იბერიაში დაბრუნდა და იქნებ მეფობდა კიდეც, მაგრამ ეს სრულიად გაურკვეველია.

ბიბლიოგრაფია:

დევიდ ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში: კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550-ახ.წ. 562 წლებიbibliography.xmlb68, 355-356

ფოტო

   Fig. 1. საბეჭდავი ჟინვალიდან