ECG308. სამკაულის ფრაგმენტი IV-V სს.; ბერძნული წარწერა

მასალა: ოქრო

ობიექტის ტიპი: სამკაული

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: ფირფიტაზე, რომელსაც ირგვლივ აქვს დაბალი კანტი, ორ სტრიქონად არის გამოყვანილი ბერძნული ასოები. w 2 x h 0,9 cm

ასოთა მოხაზულობა:

ასოები გამოყვანილია თეთრი მინანქრით.

დათარიღება: არ არის მითითებულიs

სადაურობა: ნოქალაქევი ნივთი აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრებისას.

თავდაპირველი მდებარეობა: ნოქალაქევი

ბოლო აღწერილი მდებარეობა:

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

ο͡ὐχ
μ̣α̣ πόνον

დიპლომატიური

Ο͡ΥΧ
..ΠΟΝΟΝ

თარგმანი: (ka)

არა განცდას

კომენტარი:

ნივთი რომელიღაც უფრო რთული კონსტრუქციის (სამკაულის) ნაწილია; მასზე დაცული ბერძნული ასოები მთლიანად ტექსტის აღდგენის საშუალებას არ იძლევიან.

I სტრიქონში არის: ΟΥΧ. ცენტრშია ასო χ, მის წინ არსებული ου (ου) შესაძლოა არის რომელიმე სიტყვის დაბოლოება; ანდა ΟΥΧ (οὐχ) წერია და ეს არის οὐ - უარყოფითი ნაწილაკის ვარიანტი οὐχ. ამ სტრიქონის დასაწყისში (ე.ი. ΟΥΧ-ის მარცხნივ) არის ორი ასოს კვალი. χ-ს შემდეგ აშკარად ყოფილა ორი ასო, ჩანს მათი ფრაგმენტები. II სტრიქონში იკითხება: μαπ(?)ονον. π საეჭვოა, შეიძლება იყოს რაიმე ლიგატურის ფრაგმენტი - ეს ასო უშუალოდ Ι სტრიქონის χ-ს ქვეშ არის. II სტრიქონი სავარაუდოდ ასე იკითხება: πόνος (acc. πόνον, შრომა, განცდა, დარდი) ან - ὦνος (acc. ὦνον) - საფასური, ყიდვა. ამ სიტყვის წინ μα თუ ნაწილაკი μά არ არის (ფიცის შეძახილი, მაგ., μὰ Δία), შეიძლება ის წინა სიტყვის დაბოლოება იყოს. თუ ის დავშალეთ და μ ცალკე აღვიქვით, ხოლო α შევუერთეთ πόνος (ἄπονος - ნიშნავს - უშრომელი, ოილი), მაშინ μ-ს საკითხი რჩება გასარკვევი.

დათარიღების საფუძველი შეიძლება იყოს ასოთა მოხაზულობა. ასო χ ძირითადად ყველა დროში ერთნაირად იწერება, ამიტომ ის დასათარიღებლად არ გამოდგება. რაც შეეხება ο-ს, ის ძირითადად არის ან მრგვალი, ან მომაღლო მრგვალი (აქ ეს მეორე ვარიანტია), რაც დამოუკიდებლად დამათარიღებელი არ არის. ο-ს კუთხოვანი ვარიანტი ძირითადად II-III სს-დან გვხვდება. ასო μ-ს საერთოდ სხვადასხვა მოხაზულობა აქვს. ნოქალაქევის μ-ს მსგავსი მოხაზულობის μ გვაქვს დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე - დაწყებული ძვ.წ. I ს-დან ახ.წ. IV ს-ის ჩათვლით. ეს წარწერებია: ხერსონესში ძვ.წ. I ს. - ახ.წ. IV ს-ში, ოლვიაში II ., პონტოსპირეთის თარიღიან წარწერებში I, II, III ს-დან, იქიდანვე ზოგადად რომაული ხანით და ქრისტიანული ხანით დათარიღებულ წარწერებში. საქართველოშ - II, III სს. და IV-V სს-ით დათარიღებულ წარწერებში. აქ მოყვანილი მასალა ძირითადად ლაპიდარული წარწერებიდან არის. ყურადღებას იპყრობს α-ს მოხაზულობა. მსგავსი მოხაზულობის α ლაპიდარულ წარწერებშ გვაქვს - ბოსფორიდან 307 წლისა და 1328 წლის წარწერებში. საქართველოში ერთია 1664 წლის ჭედურ ჯვარზე, ხოლო სხვა დანარჩენი XI-XVII საუკუნეების ფრესკულ წარწერებზე. ნოქალაქევის ამ წარწერაში საყურადღებოა ორი ნიშანი: μ ου. μ ასო გვხვდება ბოსფორისა და პონტოსპირეთის ლაპიდარულ წარწერებში, ასევე საქართველოს ფრესკულ წარწერებში. ბოსფორის წარწერებში ის იხმარება: IX-X სს., 1403 წ. წარწერაში, 1594 წ., 1622 წ., უთარიღო წარწერაში. პონტოსპირეთის ამ ასოს შემცველ წარწერას აქვს შენიშვნა, რომ ის XI ს-ის ბიზანტიური მინუსკულია. საქართველოს ფრესკებზე გვხვდება μ (ე.ი. მინუსკულური N) XIV-XVII საუკუნეებში. გაცილებით უფრო ხშირია ου - დაწერილობა. გამოირჩევა ძირითადად თარიღიანი და დათარიღებული წარწერები. ბოსფორის წარწერათაგან აღსანიშნავია: №24 - VI-VII სს., №72 - VIII-IX სს., №51 - IX-X სს., №25 (ზოგადად ბიზანტიური ხანით დათარიღებული). შემდეგ არის თარიღიანი ლაპიდარული წარწერები XIV-XVII სს-ის: №58 (1328 წ.), №63 - 1413 წ., №64 - 1417 წ., №3 - 1440 წ., №62 - 1587 წ., №57 - 1594 წ., №60 - 1622 წ. პონტოსპირეთის წარწერათაგან ου-ს შეიცავენ შემდეგი: №230 - ფლავიუსების ეპოქის, №195 - გამომცემელი ათარიღებს IV-V სს. №211 - V ს., № 145b - ჯერ ზოგადად ბიზანტიური ხანისად მიიჩნევს, შემდეგ წერს, რომ არის XI ს-ის მინუსკული. საქართველოს ლაპიდარულ, ჭედურ, მინანქრულ და ფრესკულ წარწერებში ου გვხვდება VIII-XVIII საუკუნეებში. რაც შეეხება ΙΙ სტრიქონის ცენტრალურ ასოს თუ ის არის π (რაც სავარაუდოა), მსგავსი სახით იგი არ იძებნება ლაპიდარულ, ჭედურ და მინანქრულ წარწერებში.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 371-372

ფოტო

   Fig. 1. ოქროს სამკაული ნოქალაქევიდან, 2003