ECG319. ცაიშის ბერძნული წარწერა

მასალა: მარმარილო

ობიექტის ტიპი: სვეტი

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც რამდენიმე სამშენებლო ფენაა გარჩეული, საკურთხევლის წინ სიმეტრიულად დგას 4 მრგვალი მარმარილოს სვეტი. მაყურებლისთვის მარჯვენა ცენტრალურ სვეტზე (რომელსაც კაპიტელი არ აქვს), ძირიდან 170 სმ-ზე მოთავსებულია ბერძნული წარწერა. სტრიქონის დასაწყისის ქვემოთ შეინიშნება წარწერის კვალი, თითქოს Κ ან Α (ე.ი. ყოფილა II სტრიქონი, უფრო მოკლე I-ზე). მის ქვემოთ გამოსახულია ჯვარი. w 42 x h 4,5 cm

ასოთა მოხაზულობა:

სვეტზე მოთავსებულია დაუდევრად გამოყვანილი, ამოკაწრული ბერძნული ასომთავრული წარწერა. ასოები სხვადასხვა ზომისა: სტრიქონის დასაწყისში უფრო მომცრო, ხოლო შემდეგ - უფრო დიდი.

წარწერა დათარიღებულია პალეოგრაფიული ნიშნების (ასოთა მოხაზულობა, იტაციზმი, ο და ω-ს აღრევა) მიხედვით.

დათარიღება: VI-VII AD (lettering)

სადაურობა: არ არის მითითებული

თავდაპირველი მდებარეობა: ცაიში

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ცაიში, ღვთისმშობლის ტაძარი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

κ(ύρι)ε σ⸢ῶ⸣σον τοὺς Βασιλίς [καὶ] 〈---〉

დიპლომატიური

ΚΕΣΟΣΟΝΤΟΥΣΒΑΣΙΛΙΣ[...]

თარგმანი: (ka)

უფალო აცხოვნე ბასილი (და...)

კომენტარი:

არტიკლი τοὺς მრ. რიცხვშია, მას მხოლოდ ერთი სახელი მოსდევს, ქვემოთ კი II სტრიქონის კვალია. ამდენად უნდა ვიფიქროთ, რომ იქნებოდა კიდევ ერთი სახელი მაინც იმისა, ვინც უფალს ცხონებას შესთხოვდა. სახელი Βασιλις მოსალოდნელი ბრალდებითი ბრუნვის ნაცვლად სახელობით ბრუნვაშია. ეს შეცდომა გვაფიქრებინებს იმას, რომ შემსრულებელმა ბერძნული კარგად არ იცის.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 104

ფოტო

   Fig. 1. ცაიშის სვეტი