ECG321. მოზაიკური იატაკი ბერძნული წარწერებით

მასალა: მოზაიკა

ობიექტის ტიპი: იატაკი

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: მოზაიკით დაფარულ ტრიკლინიუმის იატაკზე არის სხვადასხვა გამოსახულებები შესაბამისი ბერძნული წარწერებით. მოზაიკური იატაკის ცენტრალურ ნაწილში გამოყვანილია ორსტრიქონიანი ბერძნული ასომთავრული წარწერა. დანარჩენი წარწერები უფრო მიმობნეულადაა მთელ მოზაიკურ იატაკზე (მოსახსენებელი წარწერის ირგვლივ) წარმოდგენილი. ტეპიდარიუმმში შემორჩენილია ორსტრიქონიანი წარწერა. cm

ასოთა მოხაზულობა: ცენტრალურ ნაწილში გამოყვანილი წარწერის ასოები ორსავე სტრიქონში ერთი სიმაღლისაა. ტრიკლინიუმის დარჩენილი წარწერები იმავე ხელითაა შესრულებული, მაგრამ უფრო მსხვილი ასოებით. ტეპიდარიუმში შემორჩენილია ორსტრიქონიანი ვრცელი ბერძნული მთავრული წარწერის ფრაგმენტები. ამ ფრაგმენტებს ზემოთ და ქვემოთ ჩარჩოს ხაზები აქვთ შემორჩენილი. ასოთა მოხაზულობა ისეთიავეა, როგორც სხვა წარწერებში, მაგრამ საერთო შთაბეჭდილების მიხედვით ეს უფრო წვრილი და მომაღლო ასოებით ყოფილა შესრულებული. ასოების კუთხეებიც მეტად არის გამოკვეთილი. წარწერები შესრულებულია გამართული, წიგნიერი ბერძნულით.

დათარიღება: I-II AD (lettering)

სადაურობა: ძალისა 1973-76 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგაც სოფ. ძალისში (კლავდიოს პტოლემაიოსის ძალისა) აღმოჩნდა ანტიკური ნაქალაქარი და მოზაიკიანი იატაკი.

თავდაპირველი მდებარეობა: ძალისა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: ძალისა

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
μνήσθη Πρεῖσκος
ὁ ταῦτα ποιήσας
2
Διόνυσος Ἀριάδνη Ἀγ(scil. λαΐα) Χάρις
3
Λαΐδατ(scil. ος)
Πρεῖσ(scil. κος)

დიპლომატიური

1
ΜΝΗΣΘΗΠΡΕΙΣΚΟΣ
ΟΤΑΥΤΑΠΟΙΗΣΑΣ
2
ΔΙΟΝΥΣΟΣΑΡΙΑΔΝΗΑΓ(scil. ΛΑΙΑ)ΧΑΡΙΣ
3
ΛΑΙΔΑΤ(scil. ΟΣ)
ΠΡΕΙΣ(scil. ΚΟΣ)

თარგმანი: (ka)

მოხსენიებულ იქნას პრისკოსი, ამის გამკეთებელი

თარგმანი: (ka)

დიონისე არიადნე აგლაია ქარიტი

თარგმანი: (ka)

ლაიდასი პრისკოსი

კომენტარი:

1973-76 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად სოფ. ძალისში (კლავდიოს პტოლემაიოსის ძალისა) აღმოჩნდა ანტიკური ნაქალაქარი, რომლის ნაგებობათა რთული კომპლექსის ტრიკლინიუმის იატაკი დაფარულია მოზაიკით.

მოზაიკური იატაკის ცენტრალურ ნაწილში პირით დარბაზში მყოფთა მიმართ, ოთხკუთხოვან ჩარჩოში გამოყვანილია ბერძნული მოსახსენიებელი წარწერა, მასში მოხსენიებულია ვინმე პრისკოსი. ვინაა პრისკოსი, ამას დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, მაგრამ რადგან წარწერა ასე საგულდაგულოდ და გამოსაჩენ ადგილას არის გაკეთებული, საფიქრებელია, რომ ის არის სახსრის გამღები და ინიციატორი ამ საქმის (მოზაიკის დაგების), შესაძლოა, სულაც პატრონი ამ სასახლის.

ტრიკლინიუმის დანარჩენი წარწერები შესაბამის გამოსახულებებთანაა დაკავშირებული. როგორც ჩანს, სამი ქარიტი (აგლაია, ევფროსიე, თალეია) იყო გამოსახული როგორც დიონისეს მხლებლები. დანარჩენი ორი ქარიტის წარწერა აღარ ჩანს. არ ჩანს სხვა გამოსახულებების (დიონისეს მხლებლების - პანის, მენადების) წარწერები. საფიქრებელია, რომ ისინიც იყო.

ტეპიდარიუმში შემორჩენილია ორსტრიქონიანი წარწერა. წარწერაში სავარაუდოდ იკითხება ორი საკუთარი სახელი Λαΐδας და Πρεῖσκος. შესაძლოა ამ წარწერაში იყო რამდენიმე პირი დასახელებული, რომელთაც პრისკოსის განკარგულებით გარკვეული სამუშაო ჩაატარეს.

დათარიღება ხდება პალეოგრაფიული მონაცემების (მრგვალი C, Ε, Ο, Θ; ბუნჩატეხილი Α; კუთხეების გამოყოფა წარწერებში) მიხედვით.

ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, მოზაიკა, რომელზედაც წარწერებია გამოყვანილი, III ს-ით თარიღდება (შესაბამისად, ძალისის მოზაიკის ბერძნული წარწერები III ს-ისაა).

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 214-215

ფოტო

   Fig. 1. ძალისის მოზაიკური იატაკი, 1973 (I)

   Fig. 2. ძალისის მოზაიკური იატაკი, 1973 (II)

   Fig. 3. ძალისის მოზაიკური იატაკი, 1973 (III)