ECG325. ნაკიფარის ხატი

მასალა: ვერცხლი

ობიექტის ტიპი: ხატი

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: ხატის ვერცხლის ნაჭედ ზურგზე ამოტვიფრული იყო ბერძნული იამბიკო. cm

ასოთა მოხაზულობა: წარწერა შესრულებულია ლამაზი მომრგვალებული მაღალი ასოებიანი მტავრულით. გვხვდება ლიგატურები, დიაკრიტიკული ნიშნები, მახვილები, ერთ სტრიქონში ორ რიგად ერთმანეთის თავზე ასოები; შემოკლებები არაა (VI სტრიქონში, ბოლოს მარცვალი - ας პირს აკლია შემთხვევით, ან დედანს დაზიანებული აქვს ეს ადგილი). არაა შეცდომები.

დათარიღება: XIV-XV AD (lettering)

სადაურობა: ნაკიფარი

თავდაპირველი მდებარეობა: ნაკიფარი

ბოლო აღწერილი მდებარეობა:

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Δέσποινα ἁγνή παρθένε παναγία
ἡ τὸν κτιστήν τίκτουσα κτίσεως πάσης
σὲ ζωγραφοῦσα καρδιακῷ τῷ πόθῳ
καὶ κόσμον κοσμῶ ἐκ χρυσαργ(scil. ύρ)ου τέχνης
5Μαρία ἡ δούλη σου φωτὸς νεφέλη
καὶ κόσμον ζητῶ ψυχικῆς εὐκοσμί(scil. ας)
Μαριάμ Κυρία τε πασῶν γυναίων
τῷ λάχει με σύνταξον τῷ τῶν δικαίων

დიპლომატიური

ΔΕΣΠΟΙΝΑΑΓΝΗΠΑΡΘΕΝΕΠΑΝΑΓΙΑ
ΗΤΟΝΚΤΙΣΤΗΝΤΙΚΤΟΥΣΑΚΤΙΣΕΩΣΠΑΣΗΣ
ΣΕΖΩΓΡΑΦΟΥΣΑΚΑΡΔΙΑΚΩΤΩΠΟΘΩ
ΚΑΙΚΟΣΜΟΝΚΟΣΜΩΕΚΧΡΥΣΑΡΓ(scil. ΥΡ)ΟΥΤΕΧΝΗΣ
5ΜΑΡΙΑΗΔΟΥΛΗΣΟΥΦΩΤΟΣΝΕΦΕΛΗ
ΚΑΙΚΟΣΜΟΝΖΗΤΩΨΥΧΙΚΗΣΕΥΚΟΣΜΙ(scil. ΑΣ)
ΜΑΡΙΑΜΚΥΡΙΑΤΕΠΑΣΩΝΓΥΝΑΙΩΝ
ΤΩΛΑΧΕΙΜΕΣΥΝΤΑΞΟΝΤΩΤΩΝΔΙΚΑΙΩΝ

თარგმანი: (ka)

უბიწო, დედოფალო, ქალწულო, ყოვლადწმინდა, მშობელო ყოვლისა ქმნილებისა შესაქმნელისა, შენ გხატავ გულითადი სურვილით და გამკობ ოქროვერცხლის ხელოვნებით (გაკეთებული) სამკაულით, მხევალი შენი, მარია, ნათლის ღრუბელო, ვეძიებ სულიერი კეთილბუნოვანების სამკაულს, მარიამ, უფალო ყოველთა დედათა, განმაწესე მე მართალთა ხვედრში.

კომენტარი:

ნაკიფარის წმ. გიორგის ეკლესიაში დაცული ყოფილა ღვთისმშობლის პატარ ხატი, ეს ნივთი 1931 წლის ექსპედიციის მერე არავის უნახავს (ის არ იყოს ადგილზე არც 1946 წელს, არც 1981 წელს). მასალა თინათინ ყაუხჩიშვილს მოტანილი აქვს ი. პომიალოვსკის კრებულის ( 44-45, ტაბ. №23) და ს. ყაუხჩიშვილის 1931 წლის სვანეთის ექსპედიციის დღიურის მიხედვით.

პირი, ვინც შეთხზა იამბიკო და შეამკობინა ღვთისმშობლის ხატი, ქალია, მისი სახელი არ ჩანს (ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის მარიამია, ვინაა არ არის ცნობილი).

მ. ბროსე ხატს ათარიღებს 700 წლით (Mélanges asiatiques, II, 275).

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 89-90

ფოტო

   Fig. 1. ნაკიფარის ხატი