ECG328. პენალი ბერძნული წარწერებით

მასალა: ვერცხლი

ობიექტის ტიპი: პენალი

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: საწერი ხელსაწყოს სახურავის ვერცხლის გოფრირებული ნაწილი ჰორელიეფური გამოსახულებებით ბოლოვდება. ამ გამოსახულეებზე არის ბერძნული წარწერები საგანგებოდ გამოყვანილი ასოებით. სახურავზე მოთავსებულია ოქროს ჭვირული შეჭედილობით შესრულებული ფირფიტა, რომელზედაც გამოყვანილია 2 სტრიქონად მოსევადებული წარწერა. კოლოფის II მხარეზე არის ფირფიტა, რომელზედაც 3 რიგია და თითოეულ რიგში 3-3 ფიგურაა მუზების გამოსახულებით. გამოსახულებათა ქვემოთ მოთავსებულია რომაული ხანიდან გავრცელებული ფორმის ფირფიტა ზედ მუზების სახელთა წარწერით. cm

ასოთა მოხაზულობა: წარწერებში ორჯერ გვხვდება ლიგატურა ΝΗ.

დათარიღება: II-III AD (lettering)

სადაურობა: მცხეთა ნივთი მოპოვებულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში არქეოლოგიური გათხრებისას.

თავდაპირველი მდებარეობა: მცხეთა

ბოლო აღწერილი მდებარეობა: სახელმწიფო მუზეუმი

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

1
Μέναν<δρος> Ὅμηρος Δημοσθένης
2
Βασιλέως Οὐστάμου
τοῦ καὶ Εὐγενίου
3
Κλ⸢εί⸣ω
Εὐτέρπη
Θάλ⸢ει⸣α
Μελπομένη
5Τερψιχόρη
Ἐρατώ
Πολυμνία
Οὐρανία
Καλλιόπη

დიპლომატიური

1
ΜΕΝΑΝΟΜΗΡΟΣΔΗΜΟΣΘΕΝΗΣ
2
ΒΑΣΙΛΕΩΣΟΥΣΤΑΜΟΥ
ΤΟΥΚΑΙΕΥΓΕΝΙΟΥ
3
ΚΛΙΩ
ΕΥΤΕΡΠΗ
ΘΑΛΙΑ
ΜΕΛΠΟΜΕΝΗ
5ΤΕΡΨΙΧΟΡΗ
ΕΡΑΤΩ
ΠΟΛΥΜΝΙΑ
ΟΥΡΑΝΙΑ
ΚΑΛΛΙΟΠΗ

თარგმანი: (ka)

მენანდრე ჰომეროსი დემოსთენე

თარგმანი: (ka)

მეფე უსტამოსის და ევგენიოსისაც

თარგმანი: (ka)

კილიო ევტერპე თალია მელპომენე ტერფსიქორე ერატო პოლიმნია ურანია კალიოპე

კომენტარი:

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ეზოში მცხეთის არქეოლოგიურმა ინსტიტუტმა გახსნა ქვასამარხი №14, სადაც დამარხულია ქალი. სამარხში აღმოჩნდა 25 დასახელების ნივთი, ძირითადად ოქრო-ვერცხლის ინვენტარი, მათ შორის ზემოხსენებული საწერი ხელსაწყო.

ხელსაწყოს სახურავის ვერცხლის გოფრირებულ ნაწილზე გვხვდება შემდეგი სახელები: მენანდრე - (ელინისტური ხანის ყველაზე პოპულარული კომედიოგრაფი), ჰომეროსი (ბერძნული ეპიკური პოეზიის ფუძემდებელი), დემოსთენე (ანტიკურობის გამოჩენილი რიტორი).

ხელსაწყო ეკუთვნოდა მეფე უსტამოსს და ასევე ევგენიოსს, რომელიც, ალბათ, მეფის მდივანი ან მწერალი იყო.

სახელი Οὔσταμος ამ ფორმით საცნობარო ლიტერატურაში არ არის; შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროს წარწერებიდან დადასტურებულია სახელი Οὔστανος (პანტიკაპეიონიდან IV ს. საფლავის სტელაზე; ტანაისიდან თიასების სიაში, 220 წ.). μ და ν-ს მონაცვლეობა მოულოდნელი არ არის. Vasmer-ი Οὔστανος-ს უკავშირებს Ὑστάνης-ს და იძლევა მის ავესტურ ეტიმოლოგიას (lebenskräftig - სიცოცხლით, ძალღონით სავსე). Εὐγένιος - ბერძნული და დღემდე გავრცელებული სახელია საერთოდ საქართველოშიც კი და ნიშნავს - კეთილშობილს.

ვისი მეფე იყო უსტამოსი, უცნობია, უთუოდ იმისი, სადაც ეს ნივთი გაკეთდა და ვისაც ის ეკუთვნოდა.

კოლოფის მეორე მხარეზე, ფირფიტის ზემოთა რიგში გვხვდება მუზების სახელები: კლიო (ისტორიის მუზა), ევტერპე (ლირიკული პოეზიის მუზა), თალია (კომედიის მუზა); შუა რიგში: მელპომენე (ტრაგედიის მუზა), ტერფსიქორე (ცეკვის მუზა), ერატო (ეროტიკული პოეზიის მუზა); ქვემოთა რიგში: პოლიმნია (ჰიმნების მუზა), ურანია (ასტრონომიის მუზა), კალიოპე (ეპოსის მუზა). მუზების ასეთი თანმიმდევრობა თანხვდება ჰეროდოტეს „ისტორიის“ 9 წიგნად დაყოფას და თითოეული წიგნისთვის მუზის სახელის წოდებას. რამდენადაც ცნობილია, ეს ალექსანდრიელი ფილოლოგების შემოქმედებაა. როგორც ჩანს, ამ დროიდან, ასე ვთქვათ, დაკანონდა მუზების ასეთი თანმიმდევრობით გამოსახვა. მანამდე მუზების გამოხატვისას თანრიგი სხვა იყო (და მთავარ მუზად, I ადგილზე კალიოპე იყო ხოლმე).

ენის თვალსაზრისით მცხეთაში მოპოვებულ ძეგლზე აღსანიშნავია წელთაღრიცხვათა მიჯნაზე დამკვიდრებული იტაციზმი (Κλειώ||Κλιώ; Θάλεια||Θαλία). Τερψιχόρα-ს იონიური ფორმა - Τερψιχόρη. ორჯერ გვხვდება ერთი და იგივე ლიგატურა: ΝΗ (Δεμοσθένης, Μελπομένη). დაწერილობაში ამ მხრივ სხვა აღსანიშნავი არაფერია, ძირითადად დაცულია კლასიკური, ატიკური ნორმები.

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 367-368

ფოტო

   Fig. 1. ვერცხლის პენალი მცხეთიდან, 1940 (I)

   Fig. 2. ვერცხლის პენალი მცხეთიდან, 1940 (II)

   Fig. 3. ვერცხლის პენალი მცხეთიდან, 1940 (III)