მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: კედელი
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: ვანის ნაქალაქარის კარიბჭესთან, მის აღმ. ნაწილში კვარცხლბეკად ნავარაუდევი სვეტის გვერდით კედელზე ვერტიკალურად ამოკაწრულია ბერძნული წარწერა. იგი მიწიდან 118 სმ-ით არის დაშორებული. შესრულებულია ქვემოდან V გათლილი ქვის მარცხენა მხარეზე. w 14.5 x h 2.5 cm
ასოთა მოხაზულობა: ასოების სიმაღლე და სიგანე დაახლოებით ერთნაირია, გარდა Ρ-სი, რომელიც საკმაოდ გრძელია და შედარებით ვიწრო (2, 2,5 სმ, 1 სმ). არის შემოკლების ნიშანი, წერტილი (.). სტრიქონში თითო ასოა. წარწერა დათარიღებულია პალეოგრაფიული ნიშნების (გაშლილი ω, მრგვალი σ, ν-ს მოხაზულობა, α ჩატეხილი ჰასტით) მიხედვით. 1,5 - 2
დათარიღება: IV-III BC (lettering)
სადაურობა: ვანი
თავდაპირველი მდებარეობა: ვანი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ვანის ნაქალაქარი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი:
გევედრები (შენ), მეუფეო.
კომენტარი:
წარწერა, როგორც ჩანს, ეხებოდა მდედრობითი სქესის იმ მეუფეს, რომლის გამოსახულებაც აქვე, გვერდით იდგა და რომელსაც წარწერის შემსრულებელი რაღაცას ევედრებოდა. შეიძლება დავუშვათ: ΑΡ. არის შემოკლება შურისძიების ღმერთქალის Ἀρά-ს სახელის, ან შემოკლება სახელის Ἄρσανς, რაც გვხვდება ვანის სხვა წარწერებში.
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 148