მასალა: ქვა
ობიექტის ტიპი: კედელი
დეკორი:
წარწერიანი ზედაპირი: ვანის ნაქალაქარის კარიბჭის ძირითად კედელზე მიშენებული პატარა წარმართული სამლოცველოს ჩრდ. კედლის შიგნითა მხარეზე ზემოდან პირველსავე ქვაზე, ქვემოდან 136 სმ-ის სიმაღლეზე არის ერთ ჰორიზონტალურ სტრიქონად ამოკაწრული ბერძნული წარწერა. ამ წარწერიდან დასავლეთისკენ, სიგანეში 1-2 ქვის გამოტოვებით 20 სმ-ით უფრო დაბლა პირველთან შედარებით, არის II წარწერა. cm
ასოთა მოხაზულობა: წარწერა შესრულებულია მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე წარწერაც ასევე მარჯვნიდან მარცხნივ არის გამოყვანილი, II-III დაზიანებული ასოებით. ორივე წარწერა ერთი ხელითაა დაწერილი და ეს იგივე ხელია, რომლითაც ამოკაწრულია სავედრებელი წარწერა. წარწერა დათარიღებულია პალეოგრაფიული ნიშნების (გაშლილი ω, მრგვალი σ, ν-ს მოხაზულობა, α ჩატეხილი ჰასტით) მიხედვით.
დათარიღება: IV-III BC (lettering)
სადაურობა: ვანი
თავდაპირველი მდებარეობა: ვანის ნაქალაქარი
ბოლო აღწერილი მდებარეობა: ვანის ნაქალაქარი
ტექსტის კატეგორია Unknown
რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი
ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.
თარგმანი: (ka)
არსანსი
კომენტარი:
საკუთარი სახელის ეს ფორმა (Ἄρσανς) დამოწმებულია მხოლოდ ვანის წარწერაში. არსებობს მსგავსი სახელები: Ἄρσανος (დიოდ. სიც. 17,6), Ἀρσᾶς (Oxy, VII, 1063, II (II-III), Ἀρσάϊς (Teb. I, 121, 109)...
განსაკუთრებით საყურადღებოა ელინისტური ხანის ძეგლზე არც მთლად მოსალოდნელი შესრულება წარწერისა (მარჯვნიდან მარცხნივ). ეს უნდა იყოს წერის შეფარვითი მანერა. ხელოსანი (მოქანდაკე, არქიტექტორი თუ კალატოზი) თავის სახელს ამგვარად ამჟღავნებს.
ბიბლიოგრაფია:
საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 148-149