ECG333. კირქვის ოთხკუთხა ბერძნულწარწერიანი სტელა

მასალა: კირქვა ?

ობიექტის ტიპი: საფლავის სტელა

დეკორი:

წარწერიანი ზედაპირი: სტელაზე გამოყვანილია 9 სტრიქონიანი ბერძნული წარწერა. იგი ძირითადად კარგად იკითხება (დაზიანებულია თავში I-II სტრიქონები, ბოლოს – VIII-IX სტრიქონები, რომლებიც შეძლებისდაგვარად აღდგენილია). cm

ასოთა მოხაზულობა: წარწერა მაინცდამაინც საგანგებოდ გამოყვანილი ასოებით არ არის შესრულებული. ძირითადად ასოები მსხვილია. მაგ., ο და θ თითქმის მრგვალია. ε–ს სამივე ჰორიზონტალური ხაზი ტოლი აქვს. ასევეა σ–ც, α, δ და λ ერთი ტიპისაა. ν – ფართოა. გამორჩეულია ω, რომელიც გვხვდება სამჯერ და სამივეჯერ ერთნაირია – ვერტიკალური ხაზები შედარებით დაბალია, ერთმანეთისგან დაშორებული, ხოლო მათი შემაერთებელი ქვედა ხაზი შუაში ჩატეხილი, ოდნავ ამოწეული და ასევე დაბალი. ასევე გამორჩეულია κ (გვხვდება ორჯერ), რომლის მარჯვენა მხარე სამკუთხედია, ფართოდ გაშლილი გრძელი ხაზებით. ρ არ გამოირჩევა თავისი მოხაზულობით. მთლიანად მოხაზულობით მსგავსი წარწერა არ გვხვდება აქამდე გამოქვეყნებულ წარწერებში. ამდაგვარი ასოები (განსაკუთრებით ω–ს მოხაზულობა) გვაქვს შემდეგ ძეგლებში; C, Ε, Ν, Ρ ბევრ წარწერაშია ასეთი მოხაზულობის II ს–დან და შემდეგაც, VI ს–შიც.

დათარიღება: წარწერის საერთო სტილის, ასოთა მოხაზულობისა და ენობრივი მონაცემების საფუძველზე სოხუმის წარწერა უნდა დათარიღდეს IV-V სს–ით AD. (lettering)

სადაურობა: სოხუმი სტელა აღმოჩენილია სოხუმის ძველი ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად. არქეოლოგმა მ. გუმბამ გათხარა ნაგებობა (ეკლესია?), რომლის სამხრეთ–აღმოსავლეთ მონაკვეთში ჩაშენებული იყო კირქვის (?) ოთხკუთხა სტელა.

თავდაპირველი მდებარეობა: სოხუმი

ბოლო აღწერილი მდებარეობა:

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: თინათინ ყაუხჩიშვილი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Χ(ριστό)ς πολλά[κις]
κριων ἐνθ[ά-]
δε κατάκι-
ται Ὀρέστη[ς]
5στρατιώτ[ης]
λε[γ]εων[ά-]
ρις θαρ[αλ]
⟦αρις⟧ ἀνέγ[νων]
μολεῖ[ν]

დიპლომატიური

ΧΣΠΟΛΛΑ[...]
ΚΡΙΩΝΕΝΘ[.-]
ΔΕΚΑΤΑΚΙ
ΤΑΙΟΡΕΣΤΗ[.]
5ΣΤΡΑΤΙΩΤ[..]
ΛΕ[.]ΕΩΝ[.-]
ΡΙΣΘΑΡ[..]
⟦ΑΡΙΣ⟧ΑΝΕΓ[...]
ΜΟΛΕΙ[.]

თარგმანი: (ka)

ქრისტე მრავლისშემძლე (/ყოველთა მეუფე ?). აქ განისვენებს ორესტე ჯარისკაცი ლეგიონერი მამაცი (?) გარწმუნებთ (ან – გთხოვთ) მოხვიდეთ (ან – იზრუნოთ) (იგულისხმება – საფლავთან მოხვიდეთ, საფლავზე იზრუნოთ).

კომენტარი:

ენობრივი თვალსაზრისით სოხუმის წარწერაში აღსანიშნავია: დიფთონგების მონოფთონგიზაცია: ει–ι (κρείων||κρίων; κατάκειται||κατακιτε). –ιος დაბოლოება იძლევა ις–ს (λεγεωνάρις=λεγεωνάριος–ს, ან λεγιονάρις).

ბიბლიოგრაფია:

საუერი, 1931 თინათინ ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, 372–374

ფოტო

   Fig. 1. სოხუმის საფლავის სტელა, 1991