ECG357. საბეჭდავი ბეჭედი ზღუდერიდან

მასალა: ოქრო

ობიექტის ტიპი: ბეჭედი - საბეჭდავი

დეკორი: საბეჭდავზე გამოსახულია ერთმანეთისკენ მიბრუნებული, შეპირისპირებული წყვილი. მამაკაცის ფიგურა წვერიანია, როგორც ეს იბერიელ დიდგვაროვანთათვის უნდა ყოფილიყო მიღებული.

წარწერიანი ზედაპირი: cm

ასოთა მოხაზულობა:

დათარიღება: III AD (lettering)

სადაურობა: ზღუდერი საბეჭდავი აღმოჩენილია ზღუდერის N1 სამარხში.

თავდაპირველი მდებარეობა: ზღუდერი

ბოლო აღწერილი მდებარეობა:

ტექსტის კატეგორია Unknown

რედაქტორი/გამომცემელი: დევიდ ბრაუნდი

ციფრული გამოცემა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი; დოკუმენტი ვრცელდება Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 3.0 ლიცენზიით.

კრიტიკული

Καβριας Ματρώνα

დიპლომატიური

ΚΑΒΡΙΑΣΜΑΤΡΩΝΑ

თარგმანი: (ka)

კაბრიასი მატრონა

კომენტარი:

ზღუდერში მდ. ძამის მარცხენა ნაპირზე ორ ბორცვზე გაითხარა ახ.წ. III საუკუნის სამი მდიდრული სამარხი, რომლებიც ცენტრალურ იბერიაში, მცხეთაში მათი თანადროული სამარხებიდან ცნობილი ინვენტარის მსგავს სამარხეულ ინვენტარს შეიცავდა. სამივე სამარხში მიცვალებული ხის სარკოფაგში იყო დაკრძალული. N1 სამარხში აღმოჩნდა ოქროს საბეჭდავი ბეჭედი.

ბეჭედზე გამოსახული მამაკაცის სახელი გადმოცემულია ბერძნული ასოებით: ΚΑΒΡΙΑΣ. ქალის ფიგურას ახლავს სიტყვა: ΜΑΤΡΩΝΑ, რაც მის სახელს უნდა აღნიშნავდეს და უცილობლად ლათინური matrona-ს გამოძახილს წარმოადგენს, თუმცა ამ სახელის წარმომავლობაზე მხოლოდ ალბათობით თუ ვიმსჯელებთ.

ბიბლიოგრაფია:

ბრაუნდი, 2014 დევიდ ბრაუნდი, საქართველო ანტიკურ ხანაში: კოლხეთისა და ამიერკავკასიის იბერიის ისტორია ძვ.წ. 550-ახ.წ. 562 წლები, 351-352

ფოტო

   Fig. 1. ოქროს საბეჭდავი ზღუდერიდან